kids.ge logo

ჩემი სამშობლო

ფავორიტებში დამატება
ტკბილია, როგორც დედის რძით ბალღი ტუჩშეუშრობელი,
ტკბილია, როგორც ცის ნამი, როგორც ალერსი მშობელის,
ტკბილია, როგორც ველებზე ჯეჯილის მწვანე ფაფარი,
ტკბილია, როგორც ძილისპირს ძველი ქართული ზღაპარი.

ბარში ბულბულთა ჯარია, მთაში ირემი ყვირისა,
ტკბილია, როგორც სურნელი ახლადმოხდილი ღვინისა,
ტკბილია, როგორც სურნელი ახლადგამომცხვარ პურისა,
ტკბილია, როგორც ნუგეში ბედისგან დაღუპულისა.

ტკბილია, როგორც ბეღელი, ამოვსებული თავამდი,
ტკბილია, როგორც სიმღერა და შეძახილი თამადის:
— ჩემი სამშობლო, ზურმუხტის და მარგალიტის სადარი,
ამრიგად აყვავებული, მხარე მერე სად არი?

ჩემი სამშობლო ქვეყანა რა ლამაზია, რა კარგი,
ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტი, ნაირფერებით ნაქარგი!
ტკბილია, როგორც რუსთველი, ტკბილია, როგორც აკაკი,
ხალხი, შრომაში გართული, ამღერებული ფანდური,
დონების გალობა და იავნანა ქართული.

როგორც კრილა მთის წყარო, ცადმიჭედილი ნაძვები
და იის წყალით ფერილი ლაჟვარდის ლიბრი ღაწვები,
ტკბილია, როგორც ხალხისთვის თავდადებული ლომგული,
ტკბილია, როგორც ურმული, ტკბილია, როგორც ჩონგური.

სამო არის, ვით რთველი, მწიფე მტევნების ნაჟური,
დილისკენ ხოხბის ყივილი, სიმღერა გარიჟრაჟული,
ლაღებზე ღრუბლებად მიმოფანტული ნახირი
და გაზაფხულის პირზედა ტყიდან გუგულის ძახილი.

ტკბილია, როგორც წიქვილში მთვარიან ღამის გათევა,
ტკბილია, როგორც აპრილში ტყემლების შემონათება.
ტკბილია, როგორც მტევანი, ვაზზე ასხმული შავადა,
და სიყვარული უებრო, მოსული თავისთავადა.

ხალხია ენამზინი, გმირი და არამკვეხარა, —
დიდია ჩემი სამშობლო, ტკბილია ჩემი ქვეყანა.
ჩემი სამშობლო, ზურმუხტის და მარგალიტის სადარი,
ამრიგად აყვავებული მხარე მერე სად არი?
1936

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს ლექსი საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს ლექსი საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ავტორის შესახებ

ლადო ასათიანის სხვა ლექსები:

არ ვიცი, ასე რამ შემაყვარა!
ყველა ხევსური და ყველა სვანი,
ქართველი ქალი თვალებმაყვალა, ...
ვაჟა-ფშაველას ნაამბობი
ვინ დამიბედა გზები პოეტის,
ვინ გამამზადა საბედისწეროდ!...
კრწანისის ყაყაჩოები
ჰეი, თქვენ, არაგველებო, გაუმაძღარნო ომითა,
თქვენს საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა. ...
ასპინძა
1
...
აბასთუმანი
ბასთუმანი — ხაბაზთუბანი…
მზემ ფანჯრებიდან შემოანათა....
„არწივი“
ნახატის ავტორი:
ანიტა დალაქიშვილი (8 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული ლადო ასათიანის ლექსი „ჩემი სამშობლო“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

ნახატი ლექსები

ლექსზე „ჩემი სამშობლო“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: დოლბანძე:


Kids.ge-ს რჩევები

ასწავლეთ ემოციების მართვა

დაეხმარეთ ბავშვს, ისწავლოს, როგორ გამოხატოს და მართოს თავისი ემოციები ჯანსაღად.

სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები                                       ...

„ჯენი“
ნახატის ავტორი:
ნატალი ცვარიანი (6 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სხვა ლექსები ამავე კატეგორიებიდან

დაახლოებით ამავე ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები სამშობლოზე და ლექსები სიმართლეზე

ილია ჭავჭავაძე
ბაზალეთის ტბა

ილია ჭავჭავაძე

ბაზალეთისა ტბის ძირას
ოქროს აკვანი არისო, ...
ვაჟა–ფშაველა
პასუხად

ვაჟა–ფშაველა

კარგებო, თქვენი ძახილი
ბარით შამესმა მთაშია,...
აკაკი წერეთელი
ჩემო თავო, ბედი არ გიწერია

აკაკი წერეთელი

ჩემო თავო, ბედი არ გიწერია!
ჩემო ჩანგო, ეშხით არ გიჟღერია!...
აკაკი წერეთელი
გოდება

აკაკი წერეთელი

გულო, გლახ-გულო, დაგულო!
რად ერთ წერტილზე ჩერდები?...
ლადო ასათიანი
საქართველო იყო მათი საოცნებო სახელი

ლადო ასათიანი

ძველად თურმე, როცა მტრების უთვალავი ჯარები
მოდიოდნენ, რომ გაეღოთ საქართველოს კარები, ...

უფრო მცირე ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები სამშობლოზე და ლექსები სიმართლეზე

ნინია კაპანაძე
Საქართველო

ნინია კაპანაძე

ბაბუა და ბებია,
ეს რამხელა მთებია?!...
ლადო ასათიანი
არ ვიცი, ასე რამ შემაყვარა!

ლადო ასათიანი

ყველა ხევსური და ყველა სვანი,
ქართველი ქალი თვალებმაყვალა, ...
ელენე სალარიძე
პატარა ნიკოლოზის ნატვრა

ელენე სალარიძე

მტრის დაბომბილ ჩემს ქსუისში
თურმე ვაზი გადახმა!...
ლილი ნუცუბიძე
სხვაგან არ მეძიოთ

ლილი ნუცუბიძე

მე თუ დავიკარგო, გელათში მეძიეთ,
ვიქნები ლოცვად დავარდნილი,...
ხალხური
თამარ მეფე და ხონთქარი

ხალხური

თამარ მეფე და ხონთქარი
მაღალმა ღმერთმა წაჰკიდა,...

უფრო დიდი ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები სამშობლოზე და ლექსები სიმართლეზე

ვაჟა–ფშაველა
წილის ყრა

ვაჟა–ფშაველა

სკამს იჯდა ბაბურაული
გუდანს გუდანის ჯვარშია, -...
გალაკტიონ ტაბიძე
მესაფლავე

გალაკტიონ ტაბიძე

მესაფლავე, შენ ამბობ, რომ ქვეყანაზე ვინც კი კვდება,
იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება? ...
ლადო ასათიანი
ასპინძა

ლადო ასათიანი

1
...
ალექსანდრე ორბელიანი
რუსთაველ!

ალექსანდრე ორბელიანი

ყოვლის ზეციურის მადლით გაბრწყინვებულო,
და ანგელოზებრ წმინდად ამომსუნთქმელო....
გივი ჭიჭინაძე
ტყუილი თუ მართალი

გივი ჭიჭინაძე

სახუმარო მინდა გითხრა,
ადანდალი, დანდალი,...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026