kids.ge logo

ხვალემ იზრუნოს ხვალისა

ფავორიტებში დამატება
ხვალემ იზრუნოს ხვალისა,
ხვალემ იზრუნოს ხვალისა!
ღვინომ აღოს ღვინისა,
წყალმა წაღოს წყალისა!

არც ვწუხვარ, არც მერიდება
მიმავალ-მომავალისა;
წყალმა წაღოს “დიდება”,
ხვალემ იზრუნოს ხვალისა!

გულმა მიღოს გულისა,
ხვალემ იზრუნოს ხვალისა.
ღვინომ მიღოს ღვინისა,
წყალმა წაღოს წყალისა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

რა ცაა!შეხედე, რა ცაა! - ეს არის, რაცაა! შეხედე, ამ მხარეს! - ზღვით დილა გვახარებს! შეხედე, რა ზღვაა! ო, ეს ზღვა...მე და ღამეეხლა როცა ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამე იწვის, დნება, სიო, სარკმლით მონაქროლი, ველთა ზღაპარს მეუბნება. მთვარი...იცვალნენ დრონიიცვალნენ დრონი. წარსულის დიდის დიდებას ვხედავ არასაკმარისს. ღელავს ფაზისი და მტკვარის მშვიდის ამოოხვრაა მ...მე ვინც მიყვარდამე რომ მიყვარდა, ის არი, ოცნება გამიდიადა, იმისთა თვალთა ისარი გულზე მაჩნია ტყვიადა. საგულეს ის არ ჩადგებ...თეთრი პელიკანიგადმოფრენას ეს ყორანი მადათოვზე აპირებს, გაანათებს რესტორანი ტივებიან ნაპირს. ასე მიდის ეს ზამთარი სიზმარ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026