kids.ge logo

მახეში გაბმული ჩიტი

ფავორიტებში დამატება
ბავშ−ვე−ბი:

გაბ−მულ−ხარ, ჩი−ტო, მა−ხე−ში?
გა−ჩერ−დი, ნუ−ღარ ფარ−თხა−ლობ!
ჩვე−ნი ხარ, ვე−ღარ წაგ−ვიხ−ვალ,
დაგ−ვი−მორ−ჩილ−დი, რას წვა−ლობ?

ჩი−ტი:

ნე−ტა−ვი რისთ−ვის გინ−დი−ვართ,
ბავშ−ვე−ბო, გე−ნაც−ვა−ლე−ბით?
გა−მიშ−ვით, ჩემთ−ვის გავფ−რინ−დე,
რას გა−მორ−ჩე−ბით წვა−ლე−ბით?

ბავშ−ვე−ბი:

ვერ შე−გე−ლე−ვით, მალ−ხა−ზო,
ა−გაც−დენთ ყო−ველ გა−სა−ჭირს;
სულ შაქ−რით ჩა−გიტკ−ბა−რუ−ნებთ
მაგ პა−წა−წი−ნა ყელს და პირს.

ჩი−ტი:

რად მინ−და თქვე−ნი შა−ქა−რი?
არ მიყ−ვარს, ჩემთ−ვის მწა−რი−ა,
მინ−დორ−ში ვი−ჭერ ბუზ-პეპლებს,
სხვაც ბევ−რი სა−კენ−კა−რი−ა.

ბავშ−ვე−ბი:

ტრი−ალს მინ−დორ−ში, სა−წყა−ლო,
გაგ−ყი−ნავს ცი−ვი ზამ−თა−რი,
და აქ კი ოქ−როს გა−ლი−ა
შენთ−ვის ახ−ლა−ვე მზად ა−რი!

ჩი−ტი:

ნუ ში−შობთ! გა−დავფ−რინ−დე−ბი
სა−ზამთ−როდ თბილ−სა მხა−რე−სა,
ტყვე−ო−ბა−ში კი სა−მო−თხეც
არ მინ−და გულმ−წუ−ხა−რე−სა!

ბავშ−ვე−ბი:

ახ, რომ ი−ცო−დე, ჩი−ტუ−ნო,
რა−რიგად შე−გიყ−ვა−რებ−დით?
არ მო−გა−წყენ−დით, ღმერთ−მა−ნი,
ნი−ავს არ მო−გა−კა−რებ−დით.

ჩი−ტი:

ეგ, მე−გობ−რე−ბო, მეც მჯე−რა,
შე−ფერ−ვით უ−ეჭ−ვე−ლი−ა;
მაგ−რამ ეგ თქვე−ნი ა−ლერ−სი,
რა ვქნა, რომ მავ−ნე−ბე−ლი−ა?

გა−ლი−ა ჩემთ−ვის ცი−ხე−ა,
ეს, ბავშვ−ნო, ნუ გა−ვი−წყდე−ბათ;
ტყვედ ყოფ−ნა მა−წყენს, ფე−ხებს ვფშეკ
და თქვენ−ვე გუ−ლი დაგ−წყდე−ბათ.

* * *

გა−უშ−ვეს, უ−თხრეს: „მაშ ღმერთ−მა
აწ მო−გო−მარ−თოს ხე−ლი−ო!
გაფ−რინ−დი, გა−და−ი−ა−რე
ჭიკ−ჭი−კით მთა და ველიო“.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

რაც არ იწვის, არ ანათებსრაც არ იწვის, არ ანათებს, - უჩინარად ლპება ნელა. მოდი, დამწვი, სიყვარულო, მიაშუქე, სადაც ბნელა! ერთი წამი...უკანასკნელი ლექსიაღარ გსურს ჩემი ანთება, მნათე ხარ სხვისი ლამპრისა!.. დამწუნებელო ბულბულის, გიყვარს ჭიკჭიკი სხვა მხრისა!… ...იუბილეეს ჩემს თავზე რა მოსულა? სადა ვარ? სიზმარია, თუ სასიზმრო ზღაპარი? ღარიბ-ღატაკს და ბნელში მყოფს აქამდე, ვი...მუშურიყანაო, მუშის სამოთხევ, გლეხის დიდებავ, ყანაო! ცისკრის სხივებმა შეგმოსეს და ნამმა გადაგბანაო; დილის ნიავმა...სულიკოსაყვარლის საფლავს ვეძებდი, ვერ ვნახე… დაკარგულიყო!… გულამოსკვნილი ვჩიოდი: “სადა ხარ, ჩემო სულიკო?!” ეკალშ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026