kids.ge logo

ქართული სტუმართ-მასპინძლობა

ფავორიტებში დამატება
ბავშვებო გსურთ მოსმენა,
ჩემი ნაამბობისა,
ჭიანჭველას და რწყილის
ანგარო ძმობისა?
გახსოვთ ჭიანჭველა, რომ
ორმოზე ვერ გადახტა,
და მის გადასარჩენად,
წყილს რები გადახდა?
და გავიდა დრო, ჟამი,
ის მეზღაპრე არ ხუმრობს,
დიდი ხონჩით ჭინჭველა,
მის დაქალსა რწყილს სტუმრობს.
ბევრი ფიქრის შედეგად,
დაიმშვენა მან ხელი,
და მიართვა რწყილუკას,
ხონჩით ჰემატოგენი.
წყილი მჯდარი წინ კარში,
ქსოვით იყო გართული,
ყველას მოგვეხსენება,
მასპინძლობა ქართული.
ცებ ზეზე წამოხტა,
რა დალანდა ძმობილი,
მეგობრობა აერთებთ,
ჭირში გამოწრთობილი.
იქვე ყავა მიადგა,
დასვა რბილად ფუთაზე,
კაკლის ციცქნა ფინჯნები,
დარიგა სუფრაზე.
ქეთ კეცი დაამხო,
გობზე მოზილა ცომი,
ტაბაკად წიწილები,
ქვაბში თუხთუხებს ღომი.
აქ მწვადები შიშხინებს,
სწვავენ გოჭსა წალამში,
ჭტინტი ყველი აფურჩხნეს,
არ დასტოვეს ხალამში.
წყილი დახტის, კისკისებს,
ლამის ცასაც ეწია,
მეზობლებსაც პატიჟებს,
მეგობარი ეწვია.
გამოღო სარდაფი,
ფქვილი,ღვინო ბევრია,
სტუმრის პატივსაცემად,
მოხსნა დიდი ქვევრია.
ხაჭაპური, ხინკალი,
სალათები და ფხალი,
ხილი და ტკბილელი,
ნაირ-ნაირ ნამცხვარი.
არ დაზოგა ნაზოგი,
სუფრა არის მეფური,
შეიკრიბნენ სტუმრები,
გაჩაღეს ფერხული.
ხმა დაირხა სოფელში,
სახლში ვერ ეტევიან,
წყილმა ლხინი გამართა,
მეგობარი სწვევია.
ყანწებს სცლიან ზედი ზედ,
შემოსძახეს ხალხური,
თავში მსწრაფლ ავარდათ,
ღვინო ალადასტური.
კედლიდანაც ჩამოხსნეს,
აჟღერეს ფანდური,
წყილმა და ჭინჭველამა,
დარეს ქართული.
ეს ქართული სუფრაა,
ი, მართლაც ქართული,
სიყვარული ზემობს,
მღერიან გაბადრული.
დეხეთ როგორ მიღო,
ქართველ რწყილმა ძმობილი?
სტუმართ-მასპინძლობითა,-
ი რით ვართ ცნობილი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სპილოზოოპარკში წავიდნენ, ნანა, გიგი, კახა, ნახეთ! -სპილო ბანაობს, კახამ დაინახა. უშამპუნოდ, უსაპნოდ?- ატიტინდა...სამურაბე ბალიბაღში ბალი დამწიფდა, ღურღუმელა შავუნა, ფოთლებს მიღმა უცქერენ, კუნწულები, მალულად, ჩასაკვრეხად უხმობენ, და...რეზოს კნუტებირეზოს ჰყავს სამი კნუტია: თეთრა, მჩხავანა, ბუტია, მისი წითელი ბუშტები, იმ კნუტებს დაუჩუტიათ. გაბრაზდა რეზო...გაზაფხულიგაზაფხული სურათია, თვალწარმტაცი,მომხიბვლელი, იებით და ენძელებით, გადიჭედა მინდორ ველი, ღიღილო და ვარდკაჭა...მომჩივანი დათვითურმე, პატრულ- ბზიკს ურეკავს, ტყიდან პატარა დათვი: -პატრულო! კი მაქვს ბატონო, მე თქვენი დიდი ხათრი, მაგრა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026