kids.ge logo

ბაქია მამლაყინწა

ფავორიტებში დამატება
მოდის ჩვენი მეზღაპრე,
ჩუმად მოპარა,
სასწალი ამბავი,
ბავშვებს მოგვიტანა.

ცხრა მთას იქეთ ყოფილა,
და ცხრა ბარიც ნახა,
მოგვიყვება, ამ ქვეყნად,
თუ რა დაინახა.

ერთ ეზოში ცხოვრობდა,
თურმე ბევრი ფრინველი,
მათ შორის კი ამბავი,
მოხდა გასაკვირველი.

მაყად ზის ღობეზე,
მამლაყინწა „ჭიჭე“
ბაქიობს და ამცირებს,
ის ხვიჩილა ბიჭებს.

მე ყველაზე გამრჯე ვარ,
და არა ვარ ზარმაცი,
დედლებს ვიცავ, თქვენს შორის,
ვარ ყველაზე მამაცი.

თასფერი ბუმბული,
და ნამგალა კუდი,
სისხლისფერი ბიბილო
და წითელი ქუდი.

ვის გაქვთ აბა მითხარით,
ჩემისთანა დეზები?
ჩემს მომრევს თუ მოვნახავ,
მხოლოდ იმას ვეძმები.

ყიყლიყოო გაჰკივის,
კისერს გვერდზე იღერებს,
სთქვით ვინ გამეჯიბრება?
ჩემსავით ვინ იმღერებს?

დედლუყუნწა ქათმები,
მიცუნცულდნენ პანტურით,
დამოწმეს ნათქვამი,
მამალს თავის კანტურით.

ხვიჩილები გაბრაზდნენ,
რა გვაქვს მისგან ხერი?
მოდით ერთი ვაჩვენოთ,
ამ ბაქიას სერი.

მისივნენ, დაკორტნეს,
გაცალეს ბუმბული,
დალურჯეს ნაცემი,
ის ფერდები,მკერდ-გული.

მერე პირი გაღეს,
ჩააყლაპეს ერბო
ხმა ჩაწყდა ვერ ყივის,
ეს რა ბედი ერგო?

დედლები მოიწვია,
მერე ერთმა ხვიჩილამ,
ჭიჭე დარბის შიშველი,
ღარ ეყოთ სიცილად.

კისკისებენ დედლები,
დავიწყდათ კაკანი,
ეს რა ხდება ეზოში?-
რა მოხდა და სკანდალი.

დელუყუნწა „ჩიკორამ“,
შუა ჩააგდო მანდილი,
ხვიჩილები დაშალა,
მიტოვეს ქადილი.

მიძახეს, მატრაბაზ,
მამლაყინწა ჭიჭესო,
იქნებ ჭკუა ისწავლო,
ნუ ამცირებ ბიჭებსო.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მზე და მთვარე წაეკიდნენმზე და მთვარე წაეკიდნენ, არა მე და არა მეო, მზე ჰფიცავს,- დღე გავანათე, მთვარე ტირის,-მე ღამეო. ნეტავ რომ...დაგვეხმარეთ, ბავშვებო!ერთხელაც, განსჯა დაიწყეს გრძნობათა ორგანოებმა, ჩხუბით ყურიც კი წაიღეს, რომელს რა მოეთხოვება. ახსნეს საქმე...მზე მიცქერის ფანჯრიდანმზე მიცქერის ფანჯრიდან და დაიწყო დღეო, მიღიმის, მეკითხება, ყავა დალიეო?...ბინძური გოჭიგოჭი რომ ლაფში დაგორავს, ჰკვირობს პატარა ნინია, ბინძურს არ გაუწყრებიან, დედიკოს არ ეშინია?...საპატიო სახელიზვიადი და ამაყ მთები, შავი ზღვა და ზურმუხტ მდელო, თვალწარმტაცი, შესაშური, მაქვს სამშობლო საქართველო. წინა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026