kids.ge logo

ლოცვა-ნანინა

ფავორიტებში დამატება
დედა-შვილობის მადლითა,
ქრისტე ღმერთის დალოცვითა,
დაძინე, ციცქნა შვილო,
მედო და თვალის ჩინო.

ანგელოზი გეჯდეს თავსა,
გარიდოს ყველა ავსა,
დაგიფაროს,შეგიწყალოს
და ნუ მოგგვრის გულსა დარდსა.

გაზარდე, დავაჟკაცდი,
სამშობლოსთვის იდექ მედგრად,
სიც შენი მშობელია,
მზრუნველი და თბილი დედა.

მშობლირი ენა შენი,
ტკბილზედტკბილი, სამაყო,
და ის სტუმართმასპინძლობა
არს განთქმული, სარაკო.

მოისმინე,შეითვისე,
დედის ლოცვა-ნანინაო:
დევი კაცის გქონდეს ძალა,
და ნათელი გზა წინაო.

გამრავლდი და გახარე,
ყავ კაცი სასახელო,
მაყობდნენ მეგობრები
და მშობელი საქართველო.

გაღიმე შენს მომავალს,
სხივო ჩემო მუქდღისაო,
ნორჩო ყლორტო, გაზარდე,
ყლორტო ბებერ მუხისაო!

ნანას გიმღერ,განაბულხარ,
მისმენ,შენც მიღიმი თანა,
დაძინე, პაწაწინა,
ნანი- ნანა, ნანი- ნანა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სამი მშობელისულ წარჩინებით ისწავლე, იყავ ბეჯითი,მშრომელი, უპირველესად გახსოვდეს, შენი ძვირფასი მშობელი, შენა გყავს სა...ლევიკოს ოცნებასულ ათებზე ვისწავლი, და გავხდები მკვლევარი, დღე და ღამე ოცნებობს, პაწაწინა ლევანი. ისე ბევრი რამ მინდა, თ...მუქთა მჭამელებიბატმა ცომი მოზილა, თეთრი, თეთრი, ფითქინა, მეც მაჭამე პურიო, თხამ წამოიკიკინა. რაო, პური ცხვებაო?- ცუგომ ყ...ეკლიანი მეგობარიტყეში ახლოს ცხოვრობდნენ:თხუნელა და მაჩვი, მახრა,თაგვი, ბაყაყი,ზღარბუნია დაჩი. დაჩი ჯერ სულ ციცქნაა,სწრაფი...ოქროს კბილიპირველკლასელ გვანცას, გუშინ ადრე დილით, საუზმის დროს მოძვრა, თურმე წინა კბილი. ცოტა სისხლიც რომ ნახა, სულ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026