kids.ge logo

ხანჯალს

ფავორიტებში დამატება
შე−ნი ჭი−რი−მე, ხან−ჯა−ლო,
რკი−ნა−ო ხვა−რას−ნი−სა−ო,
შენ ერთად-ერთო ი−მე−დო
მტრი−სა−გან გა−მოხს−ნი−სა−ო!..

გლე−სავ და გლე−სავ, ხან−ჯა−ლო,
ა−მო−გი−ფე−რავ გულ−სა−ო!
შენ უნ−და ეძ−მო და ეყ−მო
უ−მართ−ლოდ და−ჩაგ−რულ−სა−ო!

ნეს−ტა−რი−ცა ხარ, ბას−რიც ხარ,
ო−რი−ვე გვერ−დით მჭრე−ლი−ო;
გპატ−რო−ნობს გუ−ლი ფო−ლა−დი
და გი−პყრობს რკი−ნის ხე−ლი−ო.

მი−სი გამ−ჩე−ნის ჭი−რი−მე,
ვინც რომ შენ გა−მოგ−ჭე−და−ო!
ჭი−რი−მე, შე−ნი ჭი−რი−მე,
მტერს ა−უ−ტი−რე დე−და−ო!

ბევ−რი ნაღ−ვე−ლი შე−ას−ვეს
მტრებ−მა ამ ჩემ−სა გულ−სა−ო,
შენ მიმ−კურ−ნა−ლე, მახ−ვი−ლო,
უ−მართ−ლოდ და−ჩაგ−რულ−სა−ო!

მი−მო−ცი−ქუ−ლე მტრის გულ−თან,
მი−მიძღ−ვენ ჩე−მი სა−ლა−მი:
ის ვი−თომ სა−წე−რე−ლი−ა,
ჩა−ერჭ−ვე, რო−გორც კა−ლა−მი!

მი−სი წი−თე−ლი მელ−ნი−თა
შე−მა−ღე−ბი−ნე ჭა−ღა−რა,
იმი−სი კვნე−სა იქ−ნე−ბა
ჩემთ−ვის და−ფი და ნა−ღა−რა!

გლე−სავ და გლე−სავ, მახ−ვი−ლო,
ფო−ლა−დო, ჩე−მო რკი−ნა−ო!
დრო−ა, ა−მო−დი ქარ−ქა−შით,
ა−ღარ გაქვს აწ მანდ ბი−ნა−ო.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

იმერული ნანინაგაპუტულო გლეხის შვილო, შენ პაწაწინაო! აგრე ტკბილად, უდარდელად რამ დაგაძინაო? დედის მკერდში მიგიგნია შენ ტ...თქვენი ჭირიმეამ დღეს ველოდი, მოვესწარ!… ვიცინი, აღარ ვტირი მე. ახალგაზრდებო, აწ კი თქვენ გამოდით, თქვენი ჭირიმე!… ბევრ...ამირანიკავკასიის ქედზე იყო ამირანი მიჯაჭვული, ყვავ-ყორანი ეხვეოდა, დაფლეთილი ჰქონდა გული. ქვეყნად ცეცხლის მოტანი...მუშის ნატვრავისაც რა უნდა უყვარდეს, სულ სხვაა ჩემი ტრფიალი: მიყვარს პირწმინდა ნამგალი, მისი ყანაში ტრიალი!.. თავი მოუ...ვაშლიფოთლებში გამოუყვია თავი მწიფე ვაშლს შებრაწულს. ქვეშიდან უჭვრეტს ყმაწვილი, და რომ ვერ სწვდება, იტკენს გულს...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026