kids.ge logo

დაგვიანებული პასუხი აკაკის

ფავორიტებში დამატება
“ე−ნას გი−წუ−ნებ, ფშა−ვე−ლო,
მგო−სა−ნო მა−ღალ მთი−სა−ო,
თუმც კი გვი−თე−სავ მარ−გა−ლიტს,
მკი−თხვე−ლიც ი−მას მკი−საო”.
ა−კა−კი

ბევ−რი ვი−ფიქ−რე ძა−ლი−ან,
თუ რა პა−სუ−ხი გა−მე−ცა
შენთ−ვის, მხცო−ვა−ნო პო−ე−ტო;
დღე−ცა ვფიქ−რობ−დი, ღა−მე−ცა.
როს და−ვა−პი−რე სი−ტყვის თქმა,
უ−ცებ თავ−ზა−რი და−მე−ცა,
სი−ტყვა, მო−სუ−ლი სათქ−მე−ლად
ე−ნი−დან მომ−წყდა, გა−მექ−ცა.
დავ−ღო−ნე−ბულ−ვარ ძა−ლი−ან,
თით−ქოს სახლ-კა−რი და−მექ−ცა.
რა−და? რა ღმერ−თი გა−მი−წყრა
მარ−გა−ლი−ტე−ბის მფლო−ბელ−სა,
რომ თა−ვის უშ−ნო ე−ნი−თა
ვე−რას ვა−გო−ნებ მშო−ბელ−სა?!
ბულ−ბუ−ლი−სათ−ვის გა−ლო−ბა
და−უ−წუ−ნი−ა რო−მელ−სა?
მარ−გა−ლი−ტე−ბის მფლო−ბე−ლი
ე−ნა−სა ხმა−რობს ღო−ნე−და,
და რო−ცა მარ−გა−ლიტს სთე−სავს,
ან თუ ა−ა−გებს ყო−რე−და,
მა−ინც ის ა−რი, რაც ა−რი,
ჭო−რე−ბი მო−ა−შო−რე−თა!
იქ−ნებ მე, ჩემ−მა ე−ნა−მა,
სამ−შობ−ლო და−ვა−ღო−ნე−თა?
ფრთე−ბი შევკ−ვე−ცეთ ოც−ნე−ბას,
და−ვამ−ხეთ, და−ვა−მო−ნე−თა?
უ−ვარ−გი−სო−ბის მი−ზე−ზი
ფშავ−ლო−ბა ა−რის სწო−რე−და.
მოძღვ−ნი−ლი ა−რი მთის მი−ერ,
ჩა−მო−ტა−ნი−ლი ქა−რი−სა,
რა−ტომ არ ჰგუ−ობს, არ ვი−ცი,
ამ ჰანგს ბუ−ნე−ბა ბა−რი−სა?!
ა−ქაც ხომ ქართ−ვე−ლე−ბი ვართ,
ყვა−ვი−ლი ა−ქაც ჰყვა−ვი−სა,
ხა−ტად ჰყავ, სა−ლო−ცავ ხა−ტად,
მთი−ელთ სამ−შობ−ლო თა−ვი−სა.
და ე−ნა მთი−სა სიმტ−კი−ცით
მსგავ−სი−ა კლდი−სა სა−ლი−სა;
იქ−ნებ, აკ−ლი−ა, არ ვი−ცი,
ამ ლომს სი−ნა−ზე ქა−ლი−სა?
ა−მისთ−ვის და−საგ−მო−ბი−ა
და წა−სა−ღე−ბი წყა−ლი−სა?!
კა−ცი მე−ტყვე−ლი, მგრძნო−ბე−ლი,
ცხოვ−ლად ამ−ხე−ლი თვა−ლი−სა,
ამგვა−რის ამ−ბის მო−წა−მე,
შევდრ−კე, დავ−მუნჯ−დე ლა−მი−სა.
მა−ინც წინ მი−ვალ, მა−ინცა,
არ მე−ში−ნი−ან შა−რი−სა,
გულს მის−ვე−ნი−ა ხა−ტადა
ე−ნა მთი−სა და ბა−რი−სა.
მე არც ერთს კი−ლოს არ ვწუ−ნობ,
თუ−ა ქართ−ვე−ლის გვა−რი−სა,
მო−თაყ−ვა−ნე ვარ ყოვ−ლი−სა
ი−მათ ტკბი−ლის და მწა−რი−სა.
სხვა რამ მა−ში−ნებს, ი−სა ვსთქვათ,
დამხ−შო−ბი მზის და მთვა−რი−სა,
სამ−შობ−ლოს და−მამ−ხო−ბე−ლი
და გა−მომჯ−რე−ლი კა−რი−სა…
სჯობს, რომ ი−მა−ზე ვი−ტი−როთ,
მუ−დამ მთქმე−ლი ვარ ამი−სა,
ნუ შე−გა−ში−ნებსთ, არ გავ−ნებსთ
მთი−დან ყვი−რი−ლი ხა−რი−სა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ხიდო, მოგენდე, ჩამიტყდიხიდო, მოგენდე, ჩამიტყდი, წყალს მიმეც ადევებულსა. შორს დამრჩა სატრფო გულისა, იმისთვის დაფეთებულსა. ის ჰგოდ...ობოლი“აღარც დედა მყავს, არც მამა, აღარც ძმა, აღარც ბიძები, სულ დამელია თვის-ტომი, ტყის ნადირივით ვიზრდები. ტან...მრწამს, მარად მიწამებიამრწამს, მარად მიწამებია მუდმივ სიცოცხლე სულისა, კარგისა, ქვეყნის მოყვარის, ქვეყნის ბედისგან წყლულისა. მრწ...იას უთხარით ტურფასა(სიმღერა) იას უთხარით ტურფასა: მოვა და შეგჭამს ჭიაო, მაგრე მოხდენით, ლამაზო, თავი რომ აგიღიაო! შენ თუ გგო...ქეიფიდამისხი, დამალევინე, ე ღვინო ოხერ-ტიალი, ეგება წაღმა ვიფიქრო სოფლის უკუღმა ტრიალი! ეგება გულის ვარამი ჩავ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026