kids.ge logo

პასუხად

(განდეგილს და შიო მღვიმელს)

ფავორიტებში დამატება
კარგებო, თქვენი ძახილი
ბარით შამესმა მთაშია,
ფეხის ფრჩხილებში გაჟონა
ჟრჟოლამ, დაკრულმა თავშია;
ძვირფასს მაწყებთ ამბავსა,
ჩამოვარდნილსა ხალხშია:
“გაუმთელდაო წყლულები
არწივს, დაკოდილს მხარშია”.
დაფანტია ფრინველნი
მომაგრებულსა მკლავშია,
რომ დაჰსედენ უმსგავსნი
ღალატით დაჭრილს გზაშია.
“უჭირველივით ყაშყაშებს,
ცხადად ვცანითო ხმაშია.”
კეთესს ვინ რას მახარებს,
თქვენ გენაცვალეთ თქმაშია!
გავსეთ ია-ვარდითა,
დაბერდით იმის თვლაშია!
წყავდეთ და ვერ უდიდეთ,
ოფლი გდიდესთ წყვაშია!
სე სცურავდეთ კეთილში,
ვით კოვზის პირი ზღვაშია!
ერთი ათასად გარდვიქე
მხედველობაში, ჯანშია:
ყორნის ფრთა-ბოლოდ ქცელა
თეთრი, ნარევი თმაშია,
მოხუცი კაცი ჯელად
ჩავუწერივარ ცაშია.
აწ გლოვა აღარ მჭირდება,
ღარც დამალვა სახლშია.
ერთი რამე მაქვ სათქმელი,
იქნებ დაგიჯდეთ ჭკვაშია:
მკერდში არავინ დაგვიჭრას
გმირი, დაჭრილი მხარში
და დღეს კი გამოჩენილი;
ჭკვა მოვიგროვოთ თავშია,
არ გადამექცეს არმადა
სიცოცხლე მთა და ბარშია.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

აკაკის საიუბილეოდმშობელი ქვეყნის მოზარევ, უნდა გიმღერო მთურადა. იმავ ჭირით ვარ სნეული, რაც შენ გატყვია წყლულადა. რა ვუყოთ?...ბუნების გლოვაΙ მთათ გული, დაწყლულებული დახოცილ შვილთა მზერითა, ერთმანერთს მისწებებია, წყენა გაზდილა წყენითა. დაღვრილი ...ქეიფიდამისხი, დამალევინე, ე ღვინო ოხერ-ტიალი, ეგება წაღმა ვიფიქრო სოფლის უკუღმა ტრიალი! ეგება გულის ვარამი ჩავ...არწივიკარგ ყმად ვინა ვსთქვათ, ვაჟებო, ნათქვამი არა გვცხვენოდეს, მსმენლის გულს აბორგოვებდეს, არავის არა სწყენოდე...მუტრუკი მიტომ მუტრუკობსმუტრუკი მიტომ მუტრუკობს, დედა ჰყოლია ვირიო. კაცი ბეჩავის მჩაგრავი სად გაგონილა გმირიო! გაიგე ავი და კარგი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026