kids.ge logo

სიყმე სიბერედ ვაქციე

ფავორიტებში დამატება
სიყ−მე სი−ბე−რედ ვაქ−ცი−ე,
ე−რი კი - ვე−რა ე−რა−და.
ი−მე−დი მქონ−და... ჩონ−გუ−რი
მოვ−მარ−თე, დავ−ჯე მღე−რა−და.

მე−წა−და, ჰან−გი მსმე−ნელ−თა
გუ−ლი−სა ა−მაზრ−ზე−ნა−და
ჰქმნი−ლი−ყო ჩემ−თა მოძ−მე−თა,
ცად ა−ე−წი−ა ზე−ნა−და.

შე−ვამ−კე მთე−ბი მაღ−ლე−ბი
და ბა−რი ათასფე−რა−და,
აზ−რი სა−ერ−თო, საქ−ვეყ−ნო
მინ−დო−და გასაკვე−რადა;
ა−მისთ−ვის თავ−სა დავ−წი−ე,
ვაქ−ცი−ე ნაცარ-მტვე−რადა.

ვა−დი−დე გმირ−თა სა−ხე−ლი,
მკლა−ვი და სუ−ლით დი−დო−ბა,
დავძ−რა−ხე ქვეყ−ნის ორ−გუ−ლი
და შე−უ−რა−ცხვყავ ფლი−დო−ბა;
სი−მაძღ−რე სიმ−შილ−ზე ვცვა−ლე,
ფუ−ფუ−ნე−ბა−ზე - მწი−რო−ბა.

მინ−დო−და არ შა−მე−ბღა−ლა
მე წმინ−და დედა-შვილობა.
პირ−ნათ−ლად მი−ვალ საფ−ლავ−ში,
მტკი−ცედ და−ვი−ცევ პი−რო−ბა.

ა−მას მითვ−ლი−ან ცოდ−ვა−და,
რა−შიც მე მიჩნ−და გმი−რო−ბა;
თავს დამ−ჩხა−ვი−ან ყორ−ნე−ბი,
გა−უ−მარ−თი−ათ ყრი−ლო−ბა.

შე−მირ−ცხვა ზო−გის ნა−მუ−სი,
გრძნო−ბა, აზ−რი და ზრდი−ლო−ბა:
კა−ცო−ბად და−უ−სა−ხი−ათ
სი−ჩერ−ჩე−ტე და ვი−რო−ბა!

რა მეთქ−მის? გუ−ლი მკვდა−რი−ა,
ცრემ−ლი მდის ნუგეშ-მწვე−ლა−და;
მე კაც−თა შო−რის მე−ტი ვარ,
უნ−და გა−ვიჭ−რა ვე−ლა−და,
რა−კი გა−დიქ−ცა ეშ−მა−კი
ტკბილ მო−სა−უბ−რე გვე−ლა−და
და თა−ნა−მოძ−მე ეს ჩე−მი -
მის ყუ−რისმგ−დე−ბელ ე−ვა−და,
როს გახ−და საქ−ვეყ−ნო საქ−მე
უ−სუ−სურთ სა−ღეჭ კე−ვა−და.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ნუმცა მსმენია სიკვდილინუმცა მსმენია სიკვდილი და ნუმც მინახავ ლომისა! ნუმც მინახია არწივი, შნო აღარ ჰქონდეს ომისა! ლომს ტახტი უდ...მოგონებადარბაზში იჯდა თავადი, დინჯად ჩიბუხსა ჰსუტავდა, და მის წინ ქონის სანთელი მკრთალი ნათელით ბჟუტავდა. მოხუცებ...გაზაფხულიმე რომ ტირილი მეწადოს, თქვენ ვის რა გინდათ, ნეტარა? ერთი იცინის, სხვა სტირის: ესეთი არის ქვეყანა. ვისაც ა...ბუნების გლოვაΙ მთათ გული, დაწყლულებული დახოცილ შვილთა მზერითა, ერთმანერთს მისწებებია, წყენა გაზდილა წყენითა. დაღვრილი ...რამ შემქმნა ადამიანადრამ შემქმნა ადამიანად? რატომ არ მოვედ წვიმადა, რომ ვყოფილიყავი მუდამა ღრუბელთ გულ-მკერდის მძივადა, მიწაზე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026