kids.ge logo

ვპოვე ტაძარი შესაფარი, უდაბნოდ მდგარი;

ფავორიტებში დამატება
ვპოვე ტაძარი შესაფარი, უდაბნოდ მდგარი;
მუნ ენთო მარად უქრობელი წმიდა ლამპარი.
ანგელოსთაგან იკროდა მუნ დავითის ქნარი,
და განისმოდა ციურთ დასთა გალობის ზარი!

მწირი სოფლისა, დამაშვრალი მისითა ღელვით,
მუნ ვეძიებდი განსვენებას წრფელითა ზრახვით;
გულსა, მოკლულსა კაცთ სივით და ბედის ბრუნვით,
ლამპარი წმიდა განმიტფობდა ცირის სხივით!

მუნ გუნდრუკის წილ შევსწირავდი წმიდას სიყვარულს,
რომლის საკურთხად დავსდებდი მე ჩემს გულსა და სულს;
მა სიმით, ნეტარებით, ესრეთ აღვსებულს,
მეგონა, ვხედავ სასუფეველს, აქ დაშენებულს!

მაგრამ საწუთო განა ვისმეს დიდხანს ახარებს?
განქრა ტაძარი — და უდაბნო ჩემდა მდუმარებს;
მას აქეთ ჩემს გულს ნეტარება არ ასადარებს,
მის ნაცვლად სევდა და წყვდიდი დასადგურებს!

მოისპო მსწრაფლად მისი ნაშთი და მისი კვალი!
განა თუ დრომან დაჰკრა თვისი მას ავი თვალი, —
რა! მოსძაგდა მას სოფელი ცრუ და მუხთალი!
დამშთა მე მხოლოდ მის ლამპრისგან ცეცხლი დამქრალი!

ვერღა აღმიგო სიყვარულმა კვალად ტაძარი!
ვერსად აღვანთე დაშთომილი მისი ლამპარი!
ესრეთ დამიხშო უკუღმართმა ნუგეშის კარი,
და დავალ ობლად, ისევ მწირი, მისაფარი!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ბულბული ვარდზედბულბული, ვარდზედ მჯდარი, ეტყოდა მას მსტვინავი: „ვარდო, ვარდო, მტანჯ ჩემო, გვედრებ გულით მტკინავი, მაღირსე...ცისა ფერს, ლურჯსა ფერსცისა ფერს, ლურჯსა ფერს, პირველად ქმნილსა ფერს და არ ამ ქვეყნიერს, სიყრმიდგან ვეტრფოდი. და ახლაც, როს სისხ...ჩემთ მეგობართჭაბუკნო, ვიდრე ცხოვრების დღეთ დილა გინათებთ და სიყვარული გულის ჭირთაც გისიამოვნებთ, არ დაიჩნიოთ შავის ბედ...შემოღამება მთაწმინდაზედჰოი, მთაწმინდავ, მთაო წმინდავ, ადგილნი შენნი დამაფიქრველნი, ვერანანი და უდაბურნი, ვითარ შვენიან, როს მონა...ჩემი ლოცვაღმერთო მამაო, მომიხილე ძე შეცდომილი და განმასვენე ვნებათაგან ბოროტ-ღელვილი! ნუთუ მამასა არღა ჰქონდეს გული...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026