kids.ge logo

ცისა ფერს, ლურჯსა ფერს

ფავორიტებში დამატება
ცი−სა ფერს, ლურჯ−სა ფერს,
პირ−ვე−ლად ქმნილ−სა ფერს
და არ ამ ქვეყ−ნი−ერს,
სიყრ−მიდ−გან ვეტრ−ფო−დი.

და ახ−ლაც, როს სისხ−ლი
მაქვს გა−ცი−ე−ბუ−ლი,
ვფი−ცავ მე — არ ვეტრ−ფო
არ ო−დეს ფერ−სა სხვას.

თვა−ლებ−ში მშვე−ნი−ერს
ვეტრ−ფი მე ცი−სა ფერს;
მოს−რუ−ლი ი−გი ცით
გა−მოკრ−თის სი−ა−მით.

ფიქ−რი მე სა−ნატ−რი
მი−მიწ−ვევს ცი−სა ქედს,
რომ ეშ−ხით დამდ−ნა−რი
შე−ვერ−თო ლურჯ−სა ფერს.

მოვკვ−დე−ბი — ვერ ვნა−ხავ
ცრემლ−სა მე მშობ−ლი−ურს, —
მის ნაცვ−ლად ცა ლურ−ჯი
და−მაფრქ−ვევს ცვარს ცი−ურს!

სა−მა−რეს ჩემ−სა, როს
გარს ნის−ლი მო−ეც−ვას —
ი−გიცა შეს−წი−როს
ცი−აგ−მან ლურჯ−სა ცას!.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ბულბული ვარდზედბულბული, ვარდზედ მჯდარი, ეტყოდა მას მსტვინავი: „ვარდო, ვარდო, მტანჯ ჩემო, გვედრებ გულით მტკინავი, მაღირსე...ჩემს ვარსკვლავსრად მრისხანებ, ჩემის ბედის ვარსკვლავო? მაინც გეტრფი, თუმცა ხშირადა მკლავო: შეეთვისა სული შენსა მოღრუბლვას...ქეთევანზვირთები მოდუდუნებენ, ჭალები ბუჩქნარეობენ, ხშირნი ლამაზთა კიდეთა მჩქეფრად მდინარის ქსნისათა. მიმქრქალებულ...ხმა იდუმალივისი ხმა არის ეს საკვირველი? რად აქვს გულს ესე ჩუმი ნაღველი? რა ვსცან პირველად წუთისოფელი, დავშთე ადგილი,...საფლავი მეფის ირაკლისამოვიდრეკ მუხლთა შენს საფლავს წინ, გმირო მხცოვანო, და ცრემლთ დავანთხევ შენს სახელზე, მეფევ ხმოვანო! ახ, რა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026