kids.ge logo

კრწანისის ყაყაჩოები

სამასი არაგველის ხსოვნას

ფავორიტებში დამატება

ჰეი, თქვენ, არაგველებო, გამაძღარნო ომითა,
თქვენს საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა.
შავჩოხინო ვაჟკაცო, ჭრილობა ხომ არ შეგხსნია?!
ეს სისხლი არის, თუ მართლა ყაყაჩობის ცეცხლია?!
შავჩოხინო ვაჟებო, ასე რამ გაგახალისათ,
ჟრილი ხომ არ მოგესმათ ოჟა ჯურხაის ფარისა?!
სიმღერა ხომ არ მოგესმათ პატარა კახის ხმალისა?!
იქნებ მე თვალი მატყუებს, ზეცა მაბრმავებს კრილა,
მაშინ თქვენ თვითონ აღსდექით და მარქვით ომახინად:
თუ არც ყაყაჩოს ცეცხლია და არც ახალი ირა,
მა ეს ბებერი კრწანისი რა ძალამ ააბდღილა?!
ჰეი, თქვენ, არაგველებო, გამაძღარნო ომითა,
თქვენს საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

შემოდგომაშემოდგომა მოვიდა წითელ-ყვითელ ფერებით, მოსავალით აივსო კოლექტივის ველები. დაიტვირთნენ ვაზები, დაიშაქრნენ ...სალაღობოხომ ლამაზია ეს ჩემი ცოლი, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა, ატმის ხესავით აფეთქებული და მოქნეული გავაზივითა. ხ...აბასთუმანიბასთუმანი — ხაბაზთუბანი… მზემ ფანჯრებიდან შემოანათა. ჩემი საწოლი და სასთუმალი, ჩემი პალატა, თეთრი პალატა....დასვენების დღევდგავარ და ვხედავ, როგორ თენდება ეს დღე — მთისა და ბარის ზეიმით… ყოველთვის ტკბილად გამახსენდება მისი უბად...საქართველოშისაქართველოში იბადებოდნენ და შემდეგ მუდამ წუხდნენ ამაზე: ეჰ... წუთით მაინც დაბრუნდებოდეს ჩვენი ბავშვობა და...
„პანდა“
ნახატის ავტორი:
BARBARE (9)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული ლადო ასათიანის ლექსი „კრწანისის ყაყაჩოები“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026