kids.ge logo

ელეგია

ფავორიტებში დამატება
წვიმის წვეთები დასცურავენ
ფანჯრის მინებზე,
ქარი ვედრებით კარებთან დგას:
“გამიღეთ კარი!”
რა ადრე გაჰქრა გაზაფხულის
მზინი ჩრდილი,
რა ადრე გაჰქრა ჩემი ყრმობა,
ჩემი სიზმარი!
დროო წყელო, სად წარიღე
ჩემი ფიქრები!
დროო ბოროტო, სად დამარხე
ოცნება წყნარი?
მარქვი, ოჰ, გველო, რად დაგჭირდა,
რომ მოგეწამლა
ყვავილოვანი სიყმაწვილე
და ჩემი ქნარი?
დაღონებული გავცქერივარ
ცისა დასავალს,
სადაც იშლება მოღუშული .
ღრუბელთა ჯარი...
ქვითინებს ზეცა, ქვითინებენ
ცაცხვის ხები
და გულმოკლული ქვითინებს და
ქვითინებს ქარი...
დამათრობელი - როგორც ჩემი
მოგონებები,
წინ მიდგას ღვინო, ლალისფერი
და ძველი ღვინო...
ვსვამ განუწყვეტლად, ვსვამ, რომ
დავთვრე მოგონებებით,
რომ მეც საზარლად ვიქვითინო
და ვიქვითინო.
ოჰ, რად მომექცა ასე უღვთოდ
მე ჩემი ბედი,
რად დამიმსხვრია სიყმაწვილის
წრფელი სიმე...
სადაა ჩემი ყვავილები,
სადაა რწმენა?
ზეცავ სასტიკო, მიპასუხე,
მითხარი რამე!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ქარი მოგონებათააგვისტო. თბილი სამხრეთის ქარი შენს ლაჟვარდოვან მანდილში ჰქროდა; ისმოდა შორი „რაშო-და შოდა და კრიალე...მიცქირე თვალშიმიცქირე თვალში, შენ დადუმდი? იგრძენი განა? იყავი ჩუმად და ბინდიან თვალში მიყურე. ნურაფერს მეტყვი, მე არ მ...მოსვლას აპირებს წვიმამოსვლას აპირებს წვიმა, იგრძნო ღრუბლების გემმა, გააწკრიალა სიმმა შენი სახელი - ემა. გადატეხილი მეხით ლამის...ხელოვნებავის უნახავს შავი წიგნი, წიგნი წითელ ასოებით, დაწერილი სისხლის წვეთით, დაწერილი სასოებით? გადიარეს გრიგალე...დღეთა კარებთან ვდგავარ წუხილითდღეთა კარებთან ვდგავარ წუხილით, ელვამ აანთო ცეცხლის ბუგრები, ცა მემუქრება ჭექა-ქუხილით, მე დამუნჯებით ცას...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026