kids.ge logo

დედა თბილისი

ფავორიტებში დამატება
გაგა ძლიერ მოხიბლა,
ჩვენი დედა თბილისმა,
მისთვის იქცა იმ დღიდან,
თითქოს სულის თილისმად.

ეს მაღალი სახლები,
სოფლად არსად ენახა,
როგორ ხტოდა, ცმუკავდა,
ერთი უნდა გენახათ.

ამრავი მანქანა,
უთვალავი ნათურა,
გვერდით მამა მიჰყვება,
და დაკო ხათუნა.

კინო თეატრები და,
სასეირნო პარკები,
დახლართული ქუჩები,
აქ ხომ დაკარგები?

ჰა ძველი თბილისი,
კლდეს დაკიდულ აივნით,
არ იღლები ცქერითა,
და სულ ფეხით დაივლი.

აქ სამების ტაძარი,
ვარსკვლავივით კიფობს,
მტკვარი წყნარად დუდუნებს,
ისტორიას გვიამბობს.

იქ სინი, ქაშუთი,
ტაძრებს ვეღარ დაითვლი,
მთაწმინდიდან დაჰყურებს,
თბილისს მამადავითი.

ზოპარკი, სკვერები,
ვაკის პარკი, „ბომბორა“,
ასკინკილით დახტიან,
ბიჭუნა და გოგონა.

ბანო და მეტეხი,
მეტრო,ავტობუსები,
მრავალფრად ბრდღვილებენ,
მაღაზიის შუშები.

პერაშიც კი იყო,
მოისმინა „დაისი“
რუსთაველზე სეირნობს,
ირგვლივ სუფევს ხალისი.

ძლიერ, ძლიერ მოხიბლა,
გაგა დედა თბილისმა,
და ქალაქი იმ დღიდან,
ექცა სულის თილისმად.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

კატისა და თაგვთა შერიგებათაგუნების სოროში, ზეიმია ნამდვილი, დღეობა აქვს ცუნცულას, აუსრულეს წადილი, დაპატიჯეს ნაცნობნი, და სტუმრებს...მოსწავლე წიწილებიერთხელ მამალსაც მოუნდა, რომ გახდეს მასწავლებელი, ყველა წიწილა შეკრიბოს და გახსნას სასწავლებელი. აღზარდოს ...დაგვეხმარეთ, ბავშვებო!ერთხელაც, განსჯა დაიწყეს გრძნობათა ორგანოებმა, ჩხუბით ყურიც კი წაიღეს, რომელს რა მოეთხოვება. ახსნეს საქმე...მელას ფუჭი ოცნებაუღრან ტყეში ცუნცულებდა, მელაკუდა ძალზედ ფლიდი, ქურდბაცაცა, ფრინველების მოყვარული იყო იგი. დამშეული სოფლის...ნუცა და კამფეტებიმამამ ნუცას ნუგები და შოკოლადი მოუტანა, ნუცამ ჩუმად,მარტოკელამ აკნატუნა თან და თანა. აბა მითხარ საქციელი,...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026