kids.ge logo

ტყუილები

ფავორიტებში დამატება
თურმე ტყეში ბებერ მუხას,
მოტეხია ერთი ტოტი,
ხის წვეროდან ჩამოვარდა,
საცოდავი ბეჰემოტი.

თევზი წყლიდან ამომხტარა,
კატას გულზე ეტმასნება,
კატაც ლოკავს ეფერება
და იმ თევზსა ეპრანჭება.

უიიი,ამას რასა ვხედავ?
გემი ცაში დაფრილებს,
ელმავალი ვაგონებით,
ზღვაში მარდად დაგრილებს.

კატა, თაგვი, ცხვარი, მგელი
მამალი და მელია,
ერთად სხედან გრძელ სუფრასთან,
ჭკუა გამოლიათ?

ეგ კი რაა უფრო მეტიც,
უნდა გითხრათ ტყული,
ჭიანჭველას ფუტკარივით,
დაწყია ბზული.

ქორი კარში კაკანებს და
თვისთან უხმობს წიწილებს,
მათ კი კრუხის შეშინდათ,
წივლეს და იწივლეს.

სპილომ ზღვაში შებოტა,
ძებნით წელში მოხარა,
მოხსნა თავი მოლუსკას და
მარგალიტი მოპარა.

არ მინახავს,წვიმის ნაცვლად,
ვარსკვლავები ცვიდეს,
გუთანი კი აღმართს ხნავდეს,
წყარო აღმა დიდეს.

შებრუნდა ის დღე და ღამე
ბნელს ანათებს მზე,
დღეს - მთვარე.

დაჯერეთ ყველაფერი,
მე რაც ეხლა გიამბეთ?
ვისაცა გსურთ, დაჯერეთ,
დე მოგგვაროთ სიმე!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ლიკა და სარკელიკა გუშინ ავად გახდა, არ გაუშვეს დღესაც ბაღში, მშობლები კი მუშაობდნენ, მარტოდ დარჩა გოგო სახლში. მოეწყინ...უცნაური სიზმარიმძინარ თემოს სიზმრად, ესმა ბაგა ბუგი, საბანს,ლეიბს და ბალიშს, აეტეხათ ჩხუბი. თვითონ მოჩხუბართ შორის, იყო ...ქართული სტუმართ-მასპინძლობაბავშვებო გსურთ მოსმენა, ჩემი ნაამბობისა, ჭიანჭველას და რწყილის უანგარო ძმობისა? გახსოვთ ჭიანჭველა, რომ ორ...ლოცვა-ნანინადედა-შვილობის მადლითა, ქრისტე ღმერთის დალოცვითა, დაიძინე, ციცქნა შვილო, იმედო და თვალის ჩინო. ანგელოზი გე...მკვეხარა მხატვარიიკვეხნის ბიჭი ზურაბი, არსად არ მყავსო ბადალი, ხელოვანი ვარ ნამდვილი, სასიქადულო მხატვარი. მეგობრებს, ყველ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026