kids.ge logo

ჩიკო და ქობულოელი ბავშვები

ფავორიტებში დამატება

მეორე დღეს ლელია სკოლაში არ წასულა.

გაკვეთილები არ ჰქონდა მომზადებული და იმედა ბიძას სთხოვა, შინ დავრჩებიო.

მთელი გულისყური მეგობრებისკენ ჰქონდა,  აინტერესებდა, რა მოიფიქრეს ჩიკოს გადასარჩენად.

წინა ღამეს ანა და სამუელი ისე დაწვნენ დასაძინებლად  და დილასაც ისე წავიდნენ სკოლაში, რომ მის ოთახში არ შესულან.

ლელია მოუთმენლად ელოდა გაკვეთილების დამთავრებას და ბიძაშვილების პანსიონიდან დაბრუნებას...უკვე მოსაღამოვდა, ისინი კი არ ჩანდნენ...შუადღისას ნიჩბებით და ფოცხებით ჭალისკენ მიმავალ  მეხუთეკლასელებს  მოჰკრა თვალი. ლელიამ იფიქრა, ალბათ  კლასის დამრიგებელს  ჭალის დასასუფთავებლად მიჰყავსო. 

ბოლოს ბავშვების ლოდინი მოსწყინდა, თბილი ჟაკეტი  ჩაიცვა და  თვითონაც იქით გაიქცა.

მდინარის გაშლილი ზედაპირი მზის სხივებზე საამოდ ლაპლაპებდა.

ჭალის ბოლოს მთის კალთა და მურყნიანი ფერდობი იწყებოდა. თუ ფერდობიდან  გადაუხვევდი  ძველ ნასოფლარს მიადგებოდი...აქ უწინ ლელიას პაპის სოფელი ყოფილა, მაგრამ ერთ ზამთარს  ზვავი მოსულა და სოფელი გაუნადგურებია...გადარჩენილი ოჯახები  აყრილან და უფრო უსაფრთხო ადგილას- ქობულოში გადასახლებულან.  ახლა ნაძვნარის ბოლოში ნასახლარების გარდა არაფერი იყო...იქ ბავშვები არასოდეს შედიოდნენ, რადგან ზაფხულობით სულ ჭინჭრითა და შამბნარით იფარებოდა ...თუმცა, ლელია მამასთან ერთად  რამდენჯერმე იყო ნამყოფი და იცოდა, რომ მგელიკა პაპას ნასახლარი კარგად იყო შემონახული.

გოგონამ დაინახა, რომ ნაძვნარიდან ლეგა და ბროლია გამოძუნძულდნენ, ბილიკსაც ეტყობოდა რომ აქეთ ვიღაცას გაევლო...

ნასახლარებს მიუახლოვდა თუ არა, ბავშვების ხმა გაიგონა.

ისინი მგელიკა პაპას ქვითკირში შესულიყვნენ და რაღაცას საქმიანობდნენ.

ლელიას რომ თვალი მოჰკრეს, ყიჟინა ატეხეს:

- ლელი, აბა, გამოიცანი რას ვაკეთებთ! - შესძახა ონისემ და ნიჩაბი ჰაერში  შეათამაშა.

ნასახლარის წინა კედელზე ხის ფიცრებზე თეთრი მუშამბა იყო გაკრული , რომელზეც დიდი ასოებით  ეწერა

,,ბშა“

ლელია ცოტა  დაიბნა.  

ბავშვები ნასახლარს ქვებისა და შლამისგან ასუფთავებდნენ.

მალე  თენგო და ,,ჯეკი ჩანიც“  გამოჩნდნენ და მიწით სავსე ვედროები გამოიტანეს. ,,ჯეკი ჩანი“ ქობულოელი გაგას მეტსახელი იყო...  მიუხედავად იმისა, რომ კარატე კინოს გარდა არსად ენახა  სულ იმას გაიძახოდა ,,ჯეკი ჩანი“ უნდა გამოვიდეო...ჰოდა, დაარქვეს  კიდეც ეგ სახელი.

კარატის რა მოგახსენოთ, მაგრამ როგორც კი ქობულოში ჭიდაობის სექცია გაიხსნა, ,,ჯეკი ჩანი“  ძიუდოში რეგიონის ჩემპიონი გახდა.

ლელიას   დარდი გადაავიწყდა  და სახე გაუბრწყინდა.

- აბა, თუ მიხვდები, ,,ბშა“, რას ნიშნავს?- ჰკითხა გიომ , დასასვენებლად ქვებზე ჩამოჯდა და ოფლი ხელთათმანით მოიწმინდა.

- ბშა?- გაიმეორა ლელიამ და ბავშვებს ინტერესით გახედა.

თაია, ბარბარე, გიგა, მაგდა და ბერდია გამომცდელად უღიმოდნენ.

- იქნებ ფშა   უნდა დაგეწერათ? ფშა ვიცი რაც არის, მამამ მაჩვენა არაგვზე! იქ კალმახი ქვირითის დასაყრელად შედის! -თვალი მოჭუტა გოგონამ.

-

 

ბავშვებს სიცილი აუტყდათ.

პასუხის გაცემას არ ჩქარობდნენ.

-კი, მაგრამ აქ მდინარეს და ფშას სად ხედავ?-  ჩაერია საუბარში არყის ცოცხზე ჩამოყრდნობილი მაგდა- ჩვენ გეკითხებით ,,ბშას“ და არა ფშას...

- კარგი, არ ვიცი და მითხარით,- მოთმინება აღარ ეყო ლელიას.

- ,,ბშა“ - ნიშნავს ,,ბავშვების შეკრების ადგილს“!! ხომ მაგარია?- ყველას დაასწრო ლენგინამ და ტაში შემოჰკრა,- სახლს გავასუფთავებთ და ჩიკოს აქ გადმოვიყვანთ! 

ლელიას  სახე გაებადრა.

- კი, მაგრამ...ამით ჩიკოს რა ეშველება ?- იკითხა  ბოლოს.

- სანამ მკურნალობის საქმეს მოვაგვარებთ უსაფრთხოდ იქნება,- ჩაერია საუბარში თაია.

ასე იყო თუ ისე , ლელია და მისი მეგობრები  მგელიკა პაპას ნასახლარში ,,ბშა“-ს  მშენებლობას შეუდგნენ.

ეს  მათი  დიდი საიდუმლო გახდა, რომლის შესახებ ერთმანეთის გარდა არავისთან საუბრობდნენ.

ყოველ საღამოს ლელია ინტერნეტს რთავდა და  საბას და გიგიას  ბავშვთა შეკრების ადგილზე მიმდინარე  ამბებს უყვებოდა, ხან კი    ფოტოებსაც უგზავნიდა. 

ძმებს ერთი სული ჰქონდათ, არდადეგები როდის დაიწყებოდა, რომ სოფელში წამოსულიყვნენ და  ამ საოცარ საქმეში  მონაწილეობა მიეღოთ.

დანგრეული ფურნის ეზოში ბავშვებმა თუნუქის ფილებს მიაგნეს და სათითაოდ ჩამოზიდეს. მერე ნასახლარის კედლებზე ხეები დააწყვეს და თუნუქი ზედ დაალაგეს.

ბავშვებს ძალიან მოსწონდათ თავიანთი ნახელავი.

გადაწყდა ,რომ ჩიკოს ოთახში  თივა დაეყარათ, მეორე ოთახი კი სათამაშოდ მოეწყოთ. 

ამ სოფლის ავტობუსი ქალაქისკენ  კვირაში ორჯერ  დადიოდა.

სანამ თბილისისკენ წავიდოდა, გაღმა სოფლებსაც მოივლიდა, მგზავრებს იქიდანაც ჩასხამდა და უკან მობრუნებული ჭალაში, ხიდთან ჩერდებოდა.

ბიჭები მძღოლს მოელაპარაკნენ, წყაროებთან სათამაშო ადგილს ვაწყობთ და ,თუ შეიძლება, ჩვენი ნივთები ჭალამდე ჩაგვატანინეთო.

მას უარი არ უთქვამს, რადგან თვითონაც ჰყავდა შვილიშვილები, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობდნენ და ძალიან ენატრებოდა. ყველა ბავშვი საკუთარი შვილიშვილივით უყვარდა .ოღონდ  რამე ეთხოვათ და უარს არაფერზე ეუბნებოდა.

ეგ კი არა, ისიც შესთავაზა: თუ დილას  ადრიანად ადგომა დაგეზარებათ, საღამოს წავიდეთო.

მოკლედ, ,,ბშას“  საქმეები ყოველმხრივ კარგად მიდიოდა.

კვირა  დილისთვის, რაკი ჭალამდე ტრანსპორტი დაიგულეს, ყველა ბავშვმა სახლში რაღაც  ნივთი გამოძებნა იქ წასაღებად: ზოგმა აიპედი , ზოგმა -ჭადრაკი და წიგნები, ლენგინამ და მაგდამ  ფერადი გირლიანდები მოამზადეს!

ლელია  ჩიკოს  ამზადებდა.

ავტოფარეხის გვერდით ორი ტომარა იდო, ერთი ხმელი პურებით  სავსე, მეორე- ჩალით.  იქვე ელაგა- ჯაჭვი, თოკი და პალო.

ძაღლი ქოხის წინ ძველმანებზე იწვა და  პატრონის საქმიანობას უხალისოდ ადევნებდა თვალს.

- ნუ გეშინია, ჩიკო, ყველაფერი კარგად იქნება,  რამეს მოვიფიქრებთ!

- ესაუბრებოდა გოგონა.

კვირა დილას ბავშვებმა ჩიკო ავტობუსში ჩასვეს, მოგროვილი ბარგი-ბარხანაც  ჩააწყვეს და  ჭალის გზას დაადგნენ.

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 
Kids.ge-ს რჩევები

გაუკეთეთ საჩუქრად წიგნები

წიგნები შესანიშნავი საჩუქარია ნებისმიერი ასაკის ბავშვისთვის.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2025