kids.ge logo

მაკაკა მაიმუნების ამბავი

ფავორიტებში დამატება

ეს ამბავი ერთ პატარა კუნძულზე მოხდა. ისეთ პატარა და ციცქნა კუნძულზე, რომ ერთი მხრიდან მზის ამოსვლა ჩანდა, გაიხედავდი საღამოს და მეორე მხარეს მზე  ჩასვლას დაინახავდი... გადადგამდი ას ნაბიჯს, კიდევ რამდენიმეს და მორჩა, კუნძულს სულ რაღაც 108 ნაბიჯით შემოუვლიდი. კუნძულზე მაიმუნები ცხოვრობდნენ -  ერთი ბეწო მაკაკები, რომლებიც მხიარულად დახტოდნენ ხიდან ხეზე, ჭყიოდნენ და გემრიელად შეექცეოდნენ მწიფე ბანანს. ბანანი კი იმდენი იყო მათ გარშემო, რომ შორიდან გეგონებოდათ, კუნძულს ყვითელი თმა ადგას თავზეო. მუდამ მზის გულზე გადაშლილი პალმები ისხამდნენ და ისხამდნენ ბანანებს... კუნძულზე ერთი მოხუცი კაცი ცხოვრობდა, ჩია კაცი იყო, გრძელი წვერით. მომცრო ქოხი ჰქონდა წვიმისგან თავდასაცავად, რომელიც წელიწადში მხოლოდ ერთხელ მოდიოდა, ისიც ახალ წელს, მაინცდამაინც ახალი წლის ჯადოსნურ ღამეს და მოხუციც მაშინვე გამოაბრძანებდა სადღაც მიჩურთულ მორთულ ნაძვის ხეს, წვიმის გადაღებას დაელოდებოდა, ცეცხლს დაანთებდა და მაკაკებთან ერთად მხიარულად ცეკვავდა მის გარშემო. მაკაკებმა პირველი წვეთების ჩამოვარდნისთანავე იცოდნენ, რომ მის ქოხთან უნდა მოქუჩებულიყვნენ და ის ღამე მოხუცთან ერთად ხტუნვაში გაეტარებინათ. უკვე დიდი ხანია ისიც იცოდნენ, რომ მზის პირველი სხივების დანახვისთანავე მოხუცის ზურგ უკან უნდა ჩამწკრივებულიყვნენ და კუნძულისათვის წრე დაერტყათ, ადრე ამას რამდენიმე წუთი სჭირდებოდა, ახლა კი მოხუცი ლამის ნახევარ საათს ანდომებდა 108 ნაბიჯის გადადგმას, ამიტომ ხშირად უკან აღმოჩნდებოდა და ბოლო მიდიოდა დანიშნულ ადგილზე. მოკლედ, ასე იყო თუ ისე მოხუცი ყოველდღიური რიტუალის გაკეთებასაც ახერხებდა და საახალწლოსისაც... მაგრამ ერთ დღეს საოცრება მოხდა და წვიმა ახალი წლიდან რამდენიმე კვირაში ისევ მოვიდა. მომდევნო დღეებშიც წამოწინწკლა და ბოლოს აღმოჩნდა, რომ პატარა კუნძულზე ყოველ დღე  წვიმდა. დიდი შავი ღრუბელი არა და არ შრებოდა და თან არც ერთ მზის სხივს არ უშვებდა კუნძულისკენ... შესცივდათ მაკაკებს, გაშავდნენ ბანანები და მუხლამდე წყლით აივსო საბრალო  მოხუცის ქოხი. 

- მაკაკებო, მაკაკებოოო!-დაიყვირა ერთ დღესაც მოხუცმა კაცმა,- თქვენზე ამბობენ:  ისეთი მოხერხებული თათები აქვთ, წილების ამოცლაც კი შეუძლიათ თმიდანო და მართლიაააა? - კაცის ხმის ბოლო ბგერები რამდენჯერმე გამეორდა, რადგან ექოთ გამოსცა იქვე მდგომმა კლდემ, რომლის ძირასაც მოხუცის სახლი იდგა.

- კი, კი მართალია! - გამოეპასუხნენ მაკაკები და ინტერესის გამო, მოხუცის ირგვლივ დაიწყეს თავმოყრა. 

- ჰოდა, თუ მართალია... - სიტყვა გააგრძელა მოხუცმა კაცმა... - აი, თქვენ ხის მაღალი კიბე და შეესიეთ ამ საზიზღარ შავ ღრუბელს, შეესიეთ და სათითაოდ ამოაცალეთ კოკისპირული წვიმის რუხი წვეთები, ამოაცალეთ და შორს გადაყარეთ, რომ შეწყდეს ჭუჭყიანი წყლის თქეშის დენა ციდან ამ კუნძულზე! -მოხუცს ხმაში ბრაზი და თან შურისძიების სურვილი იკითხებოდა... მაკაკები მიუხვდნენ განზრახვას და უცებ აცვივდნენ კიბეზე, შავ ღრუბელზე მოიკალათეს და სულ სათითაოდ გააცალეს რუხი ნაწილები. მალე ღრუბელი ქათქათა გახდა. წვიმამ გადაიღო და მზემ დაანათა გალუმპულ კუნძულს. ღრუბელს მოეწონა როგორც გამოიყურებოდა, მაკაკებსა და მოხუცს მადლობა გადაუხადა და ცაზე გაცურა. სიმართლე გითხათ, სულმთლად არ გადაკარგულა, ახალ წელს ზეიმობს ხოლმე ამ ადგილზე და კიდევ გაზაფხულის პირველ დღეს. ამ დღეს მოსვლა თვითონ შესთავაზა მაკაკებსა და მოხუც კაცს: “აბა, სად გაგიგიათ, გაზაფხულის მოსვლა წვიმის გარეშეო?!” და ისინიც დასთანხმდნენ... სხვა დღეებში, კუნძული ყვითლად ბზინავს მზის შუქზე თავისი ბანანების გამო. თვითმფრინავის ილუმინატორიდან გემრიელ ნაყინს ჩამოგავს. ბევრ ტურისტს უნდოდა მასზე დაფრენა, მაგრამ აბა როგორ? პატარა კუნძულს არც აეროდრომი აქვს და არც ვერტმფრენის დასაშვები სივრცე... მოხუცი კაცი აქ ოცნებით მოვიდა. ჰო, რა გაგიკვირდა?.. თუ დაჟინებით გაყვები ოცნებას, ერთხელაც შეიძლება შენც მათთან ერთად აღმოჩნდე, იმედია, სტუმართმოყვარეები არიანი მაკაკები და მოხუცი კაციც.

ასაკობრივი შეფასება ამ ნაწარმოებისთვის ჯერ არ არის მითითებული.

სხვა მოთხრობები

ამადეუსი

დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სი, დოოო... და პირიქით, დო, სი, ლა, სოლ, ფა, მი, რე, დოოო... პატარა ამადეუს მოცარტი ყოველდღე ვარჯიშობს, არ ეზარება, არ იღლება, უყვარს ...

მოგზაური კას ამბავი

ეს ამბავი ათასობით წლის წინ მოხდა, მაშინ, როდესაც ეგვიპტეს ფარაონები მართავდნენ. თუმცა ფარაონი რა მოსატანია, ერთ ეგვიპტელ, კალიგრაფ ბიჭს იმისთანა ამბავი გადახდა...

თუ მზე ჩაქრება

- რას კითხულობ საბა? - შვილიშვილთან დიალოგის გაბმა სცადა ბაბუა ნიკომ, მის შორიახლო სკამზე ჩამოჯდა და ცნობისმოყვარე მზერით ჩააშტერდა საბას ცხვირწინ გადაშლილ წიგნ...

ძმები

- იცი, თვალები ყველაზე სველი როდის არის?- როდის?- აი, ცრემლების შეკავებას რომ ცდილობენ, სანამ გადმოიღვრება, მანამდე...- ეგ იცი რა ცუდია? დედა ამბობს, პაპათქვენი...

ვანო მიდის სამსახურში

ვანოს ხორცი არ ეყო, მაგრამ ძვლები ბოლომდე არ გახრა და თეფშზე ერთად მოაგროვა. აივანზე გავიდა და რძით ძუძუებდაბერილ ძუკნა ძაღლს პირდაპირ მეცხრე სართულიდან გადაუყა...

ბალიშის ჩახუტება

მას შემდეგ სამი წელი გავიდა, სამი უგრძესი წელიწადი... ლოგინში, რომელშიც დედა იწვა, ჯერ თეთრეული არ გამოცვლილა, ვარდისფერებია გადაკრული. მამა არავის აძლევს მასთა...

ფანქარი და საშლელი

ფანქარი ხალისით ხატავდა ფურცელზე. საშლელი კი უშლიდა დახატულს. ფანქარი ჩხვლეტდა მას ბოროტი საქციელის გამო. არა, საშლელი სულაც არ იყო ბოროტი, ფანქრის გაბრაზება მო...

ბაბუა, რომელიც ალტერნატიულ მუსიკას უსმენდა

რა უცნაურია, ბაბუაჩემს, ტრადიციების მოყვარულ კაცს, ალტერნატიული მუსიკის მოსმენა სიამოვნებს. ის 79 წლისაა. ასაკის შესაბამისად დაქვეითებული აქვს მხედეველობა, ცოტა...

ლამაზი

ელენე მართლა ძალიან ლამაზი იყო. ტყუილად არ ეძახდნენ“სოფლის თვალს”. როცა ვინმე შეუძლოდ გახდებოდა, შეუშვებდნენ ავადმყოფის ოთახში ელენეს და ისიც მაშინვე გამოჯანმრთ...

ვირუსის შემდეგ

ოდესღაც, 21-ე საუკუნის 20-იან წლებში ჩინეთიდან მთელს სამყაროში საშინელი ვირუსი კოვიდ 19 გავრცელებულა და ბევრი ადამიანი დაუხოცავს. ბევრიც გამოჯანმრთელებულა. მათ ...

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: ბაღაშვილი:


Kids.ge-ს რჩევები

ასწავლეთ ჯილდოების სისტემის გამოყენება

დაეხმარეთ ბავშვს, შექმნას ჯილდოების სისტემა, რათა მოტივაცია გაუჩნდეს დავალებების დროულად შესრულებისთვის.

სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები                                       ...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026