kids.ge logo

1795 წლის სახსოვრად

ფავორიტებში დამატება
გერ ამოდგა აჩრდილი,
აკლდამის კარი გაღო;
რა ფრიად შეწუხებულა,
ხელში ფრანგული აიღო…
მოჰგვარეს ლურჯი ტაჭი,
ნალმა ძგრილი გაღო.
თვალთაგან ცრემლ-დანადენსა
სისხლი უცინის მკლავზედა,
მაინც არ ტყდება მოხუცი,
ხელი უვლია ხმალზედა;
გასცქერის ტფილისისაკენ,
აღშფოთებული ძალზედა;
იწვება ჩვენი ქალაქი,
ლი შემჯდარა ალზედა.
იქ მიშველება სწადიან,
თავს ესხმის გუნდი მტერისა;
უხმობს იმერთ და ამერთა,
ვისაც თავი აქვს შველისა.
მოუვლენ არაგველები, -
გულ-გადალევით ელისა.
სადა ჰყავს შავარდნის გუნდი,
ვაჟკაცნი ლომის ფერანი?
ტახტი დაუწვეს მეფესა,
ქვეყანა ქმნილა ვერანი.
სრულ სისხლით გადაბასრულან
მწვანე ივერთა ველანი.
ფარფაშობს აღა-მაჰმადი,
თამაშობს იმის მერანი.
სადაა ქართველთ ბიჭები,
ვით გასძლონ ამის მზერანი?
- ვაჰმე, სადა და სადღაა,
კრწანისზე გასწყდენ ყველანი.
უხმობს, უწოდებს მხედართა…
დადუმებულან ენანი…
თამარს და ვახტანგს მიართვეს
ტანზედ წყლულების თმენანი.
ვაჰ, რომ მათ შთამაბას
დაგვეხშო ყურთა სმენანი:
სისხლის დაღვრასთან სწორად გვაჩნს
ქაღალდს ნათითხნი მელანი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

პასუხადკარგებო, თქვენი ძახილი ბარით შამესმა მთაშია, ფეხის ფრჩხილებში გაჟონა ჟრჟოლამ, დაკრულმა თავშია; ძვირფასს მ...სიმღერაარცრა ტანთ მცვია, არც ფეხთა, დავდივარ დედიშობილა, მეც იმათ ჯოგიდამა ვარ, ვინც სიღარიბით ცნობილა. ამ წუთის...ნუმცა მსმენია სიკვდილინუმცა მსმენია სიკვდილი და ნუმც მინახავ ლომისა! ნუმც მინახია არწივი, შნო აღარ ჰქონდეს ომისა! ლომს ტახტი უდ...ნუგეში მგოსნისავნუგეშობ, სწორედ სანუგეშოცა: გულზე მედება ცეცხლის გენია, ქვეყნის სარგოდა ფიქრით გამსჭვალულს ავი მე არა ჩა...ქეიფიდამისხი, დამალევინე, ე ღვინო ოხერ-ტიალი, ეგება წაღმა ვიფიქრო სოფლის უკუღმა ტრიალი! ეგება გულის ვარამი ჩავ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026