kids.ge logo

მხედართა ძველი სიმღერა

ფავორიტებში დამატება
მიტომ გაგვზარდა დედამა,
მისთვის გვეტყოდა ნანასა -
ტანზე აბჯარი ავისხათ,
მუდამ ვლესავდეთ დანასა,
რომ შიშს ვუგდებდეთ გულში
მეზობელს მეტიჩარასა.
არ ვაქელინოთ სამშობლო
მეტოქეს ათასგვარასა.
გამოვეთხოვეთ ნათესავთ,
ცოლ-შვილს და თავის ყანასა;
სიკვდილს სიცოცხლე აღვუთქვით
და პირი - სისხლით ბანასა.
ცოცხალის თავით ვერ მივცემთ
მტერს თავის მიწის ღალასა.
გაჰზრდისღა კიდევ მშობელი
ვაჟკაცებს ჩვენისთანასა?!

სამშობლოსათვის სიცოცხლეს
სე ვწვავთ, როგორც ჩალასა,
წყდებით გულდამშვიდებულნი
და თანაც ვმღერით ამასა:
“მშობელი მოკვდეს, რა უშავ,
შვილები რჩება მამასა,
კიდევ ექნება ფრთები
ამ წუთისოფლის ჯარასა.
კარგის მამის შვილს, წესია,
მტერიც უფრთხება კვალადა:
ხვალ და ზეგ ვერვინ გაბედავს
შინ შემოგვეჭრას ძალადა.
ყველას ისა სძლევს, სიცოცხლეს
ვინაც არ აგდებს ჩალადა.
ცოცხლები არვის დავუთმობთ
მშობელი მიწის ღალასა.
სიკვდილს აღვუთქვით სიცოცხლე
და პირი სისხლით ბანასა.
ბა თუ გაჰზრდის მშობელი
ვაჟკაცებს ჩვენისთანასა!

სამშობლოს არვის წავართმევთ,
ჩვენს ნურვინ შაგვეცილება,
თორემ ისეთ დღეს დავაყრით,
მკვდარსაც კი გაცინება.
არ მივცემთ სხვასა სამშობლოს
ჩვენის ცოცხალის თავითა;
კან ვერ დაგვახენებთ
მისთვის ნაძღვნევის შხამითა.
მტრისაკენ მივიზიდებით,
რომ გავწყდეთ, როგორც ლომები.
ჩვენს ზურგს ვერ ჰნახავს მეტოქე.
რომ გვნახო, მოგეწონები!
შვილებს საზღაპროდ ექნება
ჩვენი ბრძოლა და ომები!
არ მივცემთ მტერსა სამშობლოს,
გულში დავიცემთ დანასა,

არ მივცემთ უცხო ტომისას
თავის მამულის ღალასა.
სე ასწავლონ დედებმა,
შვილთ როს ეტყვიან ნანასა!
გაჰზრდისღა კიდევ მშობელი
ვაჟკაცებს ჩვენისთანასა?”
1904 წ.

ლექსი 10 ~ 15 წლის ბავშვებისათვის


სხვა მომხმარებლების აზრით, ეს ლექსი საინტერესო შეიძლება იყოს საშუალოდ 10-დან ~ 15 წლამდე ბავშვებისთვის. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს ლექსი საინტერესო? გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს ლექსი საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ავტორის შესახებ

ვაჟა–ფშაველას სხვა ლექსები:

ნუმცა მსმენია სიკვდილი
ნუმცა მსმენია სიკვდილი
და ნუმც მინახავ ლომისა!...
ამირანი
ადე, ამირან, რას გძინავ?
ცხენს დაუყარე ხანძილი,...
ნუგეში მგოსნისა
ვნუგეშობ, სწორედ სანუგეშოცა:
გულზე მედება ცეცხლის გენია,...
რამ გაგაჩინა, ქალაო
რამ გაგაჩინა, ქალაო,
ლერწმად აჭრილო წელშია?...
ილიას საღამო
ფშავის ხევიდან ვესტუმრე
დღეს იმერეთის მხარესა....
„კაკტუსი“
ნახატის ავტორი:
ნატალი ცვარიანი (6 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული ვაჟა–ფშაველას ლექსი „მხედართა ძველი სიმღერა“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

ნახატი ლექსები

ლექსზე „მხედართა ძველი სიმღერა“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: ელბაქიძე:


Kids.ge-ს რჩევები

წაახალისეთ დამოუკიდებლობა

მიეცით ბავშვს საშუალება, დამოუკიდებლად გადაჭრას პრობლემები, მაშინაც კი, თუ ეს ნიშნავს, რომ მან შეცდომები უნდა დაუშვას.

სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები                                       ...

„ფისუნია მუსი“
ნახატის ავტორი:
გაბრიელი (8 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სხვა ლექსები ამავე კატეგორიებიდან

დაახლოებით ამავე ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები სამშობლოზე და ლექსები საქართველოზე

ლადო ასათიანი
სალაღობო

ლადო ასათიანი

ხომ ლამაზია ეს ჩემი ცოლი, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა,
ატმის ხესავით აფეთქებული და მოქნეული გავაზივითა....
ირაკლი აბაშიძე
ხმა კატამონთან

ირაკლი აბაშიძე

ო, ენავ ჩემო,
დედაო ენავ,...
ვაჟა–ფშაველა
ფშაველი ჯარისკაცის წერილი

ვაჟა–ფშაველა

გულ-მკერდიმც აგიყოვდება,
დედაო, ია-ვარდითა!...
ლადო ასათიანი
ბარდნალა

ლადო ასათიანი

რა კარგი იყო ბარდნალა,
ბარდნალელების ბორანი,...
მუხრან მაჭავარიანი
მე ისეთ ქართველს რა ვუთხრა!

მუხრან მაჭავარიანი

მოსწავლეთა ზამთრის არდადეგებზე
ბაკუარიანის პიონერთა ბანაკში მოვხვდი. ...

უფრო მცირე ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები სამშობლოზე და ლექსები საქართველოზე

გოჩა ხარანაული
ქართველი მერქვას

გოჩა ხარანაული

მადლობის მეტი რა მეთქმის შენთან,
ყოვლად ბრძენო და ყოვლად მართალო...
ცირა ტურაშვილი
გრემი

ცირა ტურაშვილი

,,ისე მომენატრე გრემო,
ენა ვერ გამოთქვამს სათქმელს,...
სოფო გასიტაშვილი
სამშობლოს მოგზაური

სოფო გასიტაშვილი

ბაბუ ხშირად მიყვება
რაც თავს გადახდენია,...
გიორგი წერეთელი
სხვას ვის აქვს

გიორგი წერეთელი

სხვას ვის აქვს:
ცხრა მთა, ...
ფატმან ბოჭორიშვილი
ჩემო საქართველო

ფატმან ბოჭორიშვილი

მე საქართველოს ღვიძლი შვილი ვარ,
ქართული მიწის მადლით გაზრდილი,...

უფრო დიდი ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები სამშობლოზე და ლექსები საქართველოზე

ვაჟა–ფშაველა
სიკვდილი გმირისა

ვაჟა–ფშაველა

ცის ქუხილივით გაისმა
სოფლად სიკვდილი გმირისა,...
შოთა ნიშნიანიძე
ვაზის სიმფონია

შოთა ნიშნიანიძე

მოდიან... მოდიან... მოდიან... მოდიან...
ხმაურობს ჭალაა, გზაა თუ კბოდეა....
ილია ჭავჭავაძე
მუშა

ილია ჭავჭავაძე

«В труде проходит жизнь его
И не приносит ничего»....
მანანა ტონია
ქართული სტუმართ-მასპინძლობა

მანანა ტონია

ბავშვებო გსურთ მოსმენა,
ჩემი ნაამბობისა,...
აკაკი წერეთელი
ილიას მოკვლის გამო

აკაკი წერეთელი

I
ნუ მიწამლავთ მოხუცს გრძნობას...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026