kids.ge logo

დამსეტყვე, ცაო

ფავორიტებში დამატება
(სიმღერა)

დამსეტყვე, ცაო, დამსეტყვე,
ქა ვარ ჩემის თავითა,
გულითა გატეხელი,
მოღალავი მკლავითა.
რაც უნდა ჭირი მომკერძო,
ბილწთ არ შევეკვრი ზავითა;
მცნებას ვერ შემაცვლენებ
მოზღვავებულის ავითა!..
განა მარტო ვარ ამ ქვეყნად,
სხვაც მრავალია ჩემფერა,
ვისაც არვ ტარასტა სწყალობს,
წყევლას უბარებს ტერტერა.
ის ვიცი, მითი ვნუგეშობ, -
გულიც მან გამიერთფერა.
ხან მინდორ-ჭალებს დავთელავ,
ხან შავაბიჯერ სერ-სერა;
დავუკრავ მჭვარტლიან ჩონგურს
თასჯერ, განა ერთხელა;
და ზედ დავმღერებ იმასვე,
რასაც დღესნამდე ვმღეროდი...
მთავ, შენ ის ჩემი ნათქვამი
გულ-მკერდზე დაწეროდი!
ბარო, წამნი და წამწამნი
იმ სიტყვით დაკეროდი!..
სევ მტერი ვარ იმისა,
ვისაც დღესნამდე ვმტერობდი, -
გივე მიყვარს, იგივე,
ვისაც ამ სოფლად ვრჩებოდი.
სანამა ვცოცხლობ, გულში მაქვს -
კეთილსა ვყვანდე ზირად;
ვერ მივცემ მტერსა მამულსა
საჯიჯგნად, დასაზინად...
ნუ გეგონებათ, დავლაჩრდი, -
ჯერ ისევა ვარ ფხინად.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მერცხლის სიმღერადავჩეკე წვრილი ბარტყები, დამეზრდებიან მალეო; იფრენენ, იჭიკჭიკებენ ლაღად დღესა თუ ხვალეო. კატავ, შე ამოსაგ...ობოლი“აღარც დედა მყავს, არც მამა, აღარც ძმა, აღარც ბიძები, სულ დამელია თვის-ტომი, ტყის ნადირივით ვიზრდები. ტან...ქართლსქართლო, დარდების ამშლელო, გულ-მაგარ ძეთა მხარეო! რო გნახე, გული აძგერდა, ფიქრი მეწვია მწარეო. არა ვსთქვა,...ჩემი ვედრებაღმერთო, მიიღე ვედრება, ეს ჩემი სათხოვარია: არ დამეკარგოს გულიდან მე შენი სახსოვარია! გულს ნუ გამიტეხ ტანჯ...გაზაფხულს ია ამოდისგაზაფხულს ია ამოდის, სთველში ირემი ჰყვირისო, - ეს ჩემი გული ტიალი ისევ და ისევ სტირისო. ღამით მინახავს მთ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026