kids.ge logo

ვნახე პირ-მზე

ფავორიტებში დამატება
ვნახე პირ-მზე, ბაგე ვარდობს და ლალობს;
ლომის ბურჯზედ აღმობრწყინდა არია;
მონარნარობს, ზილფ-გიშრითა დალალობს;
ზადოა, უბრყვილოა, არია!
ბროლის ცაზედ ზანგთ ლაშქარი ისრულებს,
მელნის ტბათა მშვენირად ისრულებს;
შვიდ ციურთა მერვე მნათი ისრულებს;
ის აპოლო, ის კეკელა არია!
ებროს ღაწვს ყელს ალმასი ისურა,
კეკლუცობა სატრფილოდ ისურა;
რადგანც პლანიტს დაყენებს ისურა,
მაღრიბთ დასნი ინაწევრა, არია.

სარო ტანი, წელ-ზარაფი ახევდა,
სევდა ჰქონდა მწუხარებით ახევდა;
მისი სხივილ მჭვრეტელთ გულთა ახევდა;
რაზარინობს, კინამოა, არია!
დეს შუქნი, განვიცადე, მესია,
მისად ქებად, აღმევლინა მესია;
მას ჰფარევდეს არსთა მბადი მესია!
მაშრიყს მკვიდრობს, მან ქვეყანა არია!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

პირ ზამბახნიპირ ზამბახნი, ღაწვნი ვარდნი სად არი? სახე სავსე მთვარის მზგავსი, სადარი; ბროლის ცაზედ ქუფრად ხალნი იმკობი...ვაშა მას დღესვაშა მას დღეს, როს განმეღო ცის კარი! განკვირვება მჭვრეტთ სასურვოდ ისმოდა! ნათელსა ჰსთოვს აფროდიტი-ცისკარი...მნათობთადმიჰეი, მთვარეო, შენი მკვირანო: რად მიაჩრდილენ შენცა ჭირანო? მილევით მოსჩან, კეთილ მჭვირანო, ან არ კეკლუცნი ...იადონს ის ევარდაიადონს ის ევარდა და სუმბულს ის ევარდა. თქვა მაისმა: "მე თქვენგან დაბმულ-ვარ ისე ვარ და!" შავმან შაშვმან ი...შეყრილან ერთად მკრთოლვარენიშეყრილან ერთად მკრთლოლვარენი უზადოდ მნათნი, ვარდნი, ზამბახთა ნამკ-ნაზავნი, და გიშრის სათნი, ლალნი, შემცვე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026