kids.ge logo

ატმის ყვავილები

ფავორიტებში დამატება
რტოებში ავობს ბებერი ქარი,
ყვავილთა ჯარი ფიფქით ბანაობს.
ტყდება, ნანაობს ეთერი ჩქარი,
ნანაობს ქარი და მიქანაობს.

და ქარი შეხვდა ატმის ყვავილებს,
ვარდისფერ ღილებს შეტყო ჟრჟოლა,
ფრთა დატოლა გაუშლელ ღილებს,
დაწვდა ბილილებს და აათრთოლა.

ატმის ხე იდგა თაგულივით,
იქ მას მილევით უთრთოდა სული!
შორით მოსული გაზაფხულ სხივით
და ნამთა მძივით გარემოცული.

ატმის ხე იდგა, ვით ნაზი ქალი,
ვით დედოფალი უცხო მხარეში.
სინარნარეში სწვავდა მზის ზალი
და გრძნობათ ალი - სიმწუხარეში.

ატმის ხე შლილი ოცნებას ჰგავდა,
როცა ღელავდა მზით აღჭურვილი,
მე მისი ჩრდილი ხშირად მხიბლავდა
და ხშირად მწვავდა ტრფობის სურვილი.

მაგრამ ეწვია ატმის ხეს ქარი
და ფრთა მედგარი შემოახვია,
ეხლაც ატყვია ხეს განაბზარი,
ყვავილთა ღვარი რომ დააფრქვია.

როგორც პეპლები მშვიდი და ფრთხილი
შემდეგ აშლილი და აფრენილი -
გადაცვენილი ატმის ყვავილი
ყო დაღლილი და მოწყენილი

ოცნებათ რიგი თვალს მიფარა!
მტვრით გაისვარა წყალთა ლიკლიკი,
ყვავილი იგი მოკვდა და ჩაქრა
ცითლად დაფარა ბაღის ბილიკი.

ბაღის ბილიკზე მიცდივარ და თან
გაძვრცნილ ატამთან ზღვები გროვდება,
საღამოვდება და მზის ჩასვლასთან
თანდათან მწუხრი მიახლოვდება.

მე აღარ ვდარდობ... რა მსურს, რას ველი?
ვით მზის ნათელი და ღამის ჩრდილი,
მეფობს სიკვდილი - ჭკნობის მსურველი!
გაქრა სურნელი, დაჭკნა ყვავილი!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ცეცხლი, მახვილიცეცხლი, მახვილი, სისხლი იყოს შენი სახელი, დაინგრეს ძველი, სიხარული მოდის ახალი, და ამბობს ყველას გასაგონა...შიშველისიმაღლე ლაჟვარდთა, ვარსკვლავთა სიმაღლე, სიმაღლე ზამბახისა! ყელი გაქვთ გედივით მაღალი და სწორი. ოჰ,თქვენს ...ქარი ამწევი ფარდისსიკვდილი პირად ოდენ ვიქნები, მე ჩემ დემონებს ვსთხოვ, რომ დახურონ ყველა წიგნები, სადაც შენს იქით, სადაც შე...რომელი საათია?ახლა, რა თქმა უნდა, ძლიერ გვიანაა. გულში მწუხარებამ ღამე გაათია… მაინც არ მასვენებს მწარე სინანული - რომე...სიბერემე მიღალატეს ძველმა რითმებმა (ძველ მეგობრებსაც ვამჩნევ მე ღალატს), თუმცა მე მასთან მიყვარდა შებმა_ ეხლა რ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026