kids.ge logo

მგლოვიარე სერაფიმები

ფავორიტებში დამატება
მარმარილოს ქვეშ (მწუხარება უამრავ დროთა!
მე პოზიამ დავიწყების ცელს ამარიდა);
საკუნეთა სათვალავი მეკარგებოდა;
ერთხელ ზმანებით მე ამოველ ბნელ სამარიდან.

მე მოვდიდი სამშობლოსკენ გზებით ირიბით,
ჰაერში კვნესდა დაწყვეტილი წვიმის სიმები
დასასაფლაოს ძეგლებიდან მწუხარე რიგით
მე მომყვებოდნენ დასტიროდნენ სერაფიმები.

სე სტიროდნენ: “ოჰ! შეხედეთ! აი, ეს არი!
ყავ ნაზი და ახალგაზრდა - როგორც მაისი,
დადაფნულ გზაზე მიდიდი, ვით კეისარი,
შენს მოვლენაში კრთოდა ცეცხლი უზენასი.

ცხოვრება შენი იყო მწველი ალერსი ქალის,
თვით ბოროტება საქართველოდ ნაანდაზები
შენში ბადებდა სიმხურვალის დაუმქრალ ხალისს,
და შენ,მწყურვალემ, გამოცალე ყველა თასები!

ყოველი წვეთი სავსე იყო უმძაფრესი შხამით;
ლურჯა ცხენებით თუ გაფრენდა გრძნობათ სინაზე,
ყავ საოცრად მოხიბლული ასეთი ღამით
და უაილდის ყვავილივით დაცი გზაზე.

ცაცხვები დგანან შენს საფლავთან, ვით კენტავრები,
მათ სიბნელეში, ნისლინი და უეცარი,
გამოჩნდებიან პოზიის თანამგზავრები,
სდგანან მწუხარედ და იტყვიან: აი, ეს არი!”

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ცეცხლი, მახვილიცეცხლი, მახვილი, სისხლი იყოს შენი სახელი, დაინგრეს ძველი, სიხარული მოდის ახალი, და ამბობს ყველას გასაგონა...ვილანელიყოველივე ქარია და ჩვენება! ოჰ, სიცოცხლეც უეცარი ქარია... მარადია ერთადერთი: შვენება. ყოველგვარი ღამეების ...ქუჩაქუჩა პოეტად დარჩა ოცდაათიან წლებისა, გაცვეთილი აქვს ლანჩა, დარჩა კანი და ძვლები ცისარტყელების რიგი ზამთრი...უცებ შემკრთალი ღამეცა ვარსკვლავების ქვიშით ველებს ეცემა ნამი... გაყინულია შიშით უცებ შემკრთალი ღამე. უცებ შემკრთალი ღამე უახ...ჰამლეტის ქნარიამაოა მთლად ცხოვრება, დრტვინის წუთისოფელია, წადი... წადი მონასტერში, მონასტერში,ოფელია! ტკბილი ნანა სულს ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026