kids.ge logo

მივარდნილი აივანი

ფავორიტებში დამატება
ამპარტავანი თათარი,
ზოში დადის მამალი,
მახსოვს მოხუცი ჭადარი
და ძველი დასტურ-ლამალი,

მახსოვს მივარდნილ აივნის
ჭრელ-ჭრელი მანდილ-საკაბე.
ახლაც ხანდახან გაივლის
ჩვენი კნენა - კაკაბი.

სიმინდის ანაქურჩალით
კოკა, შედგმული გაროზზე,
მაღალ ტანით და ჭურჭელით
კაკაბი მიდის წყაროზე.

გახმა ბოსტანში მწვანილი!
და ოხრავს ჭმუნვით მოცული
თავადი ვაშლოვანელი,
ხანდახან ჩემთან მოსული.

რა უბედური ქარია!
წამოველ... ვიცი, მელოდი!
დავლიეთ, გაგიხარია...
ვამაყობ საქართველოთი!

ოქტავებით ვწერ პომას,
სეც საქმეა თუ არა?
და სოფლის უდაბნობას
ამ ზარმაც გადაუარა.

და მეგობარიც ხანდახან
თუოდ მოვა, თუ ელი:
თბილისში მეფობს თათარხან,
ღვინო, დუელი, დუელი!

სასახლე გახდა თილისმა!
არ არის არც საშინელი:
კარგად გაიცნო თბილისმა
ჩინებულება ჩინელი.

რა უბედური ქარია!
წამოველ... ვიცი, მელოდი!..
დავლიეთ, გაგიხარია...
ვამაყობ საქართველოთი!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ისევ ოცნება და სიყვარულიდაღალულს ვხედავ იმ ამაყ ირემს. მიყვარდა, როგორც დიკენსის გმირებს, ცეცხლთან ღვინის სმა და გაფიქრება - რომ ...მაინც დავიმსახურემთვარემ ღამე გაათია, კრთება შუქთა დინება, ღამის სამი საათია, შენ კი არ გეძინება. გავაცურეთ სადღაც ნავი სა...ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგამენტიანგელოზს ეჭირა გრძელი პერგამენტი, მწუხარე თვალიბით მიწას დაჰყურებდა. მშვიდობით, მშვიდობით! ამაოდ დაგენდე,...ეს გრიგალია სიახლისფანჯარას ტოტებს მიახლის, მთვარეს მიართმევს ზიანებს, ეს გრიგალია სისხლის, მზე რომ არ დააგვიანებს. მე სიხარ...მიცქირე თვალშიმიცქირე თვალში, შენ დადუმდი? იგრძენი განა? იყავი ჩუმად და ბინდიან თვალში მიყურე. ნურაფერს მეტყვი, მე არ მ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026