kids.ge logo

მცხეთიდან

ფავორიტებში დამატება
სვეტიცხოველში ხვალ იქნება დიდი მცხეთობა,
მაგრამ, შეხედე, სად დამდგარა ძველი დიდება.
ვინ აშენა იმ სიმაღლეს? რა პოტობა
შესძლებს გადმოსცეს იმა დღეთა გაბედითება?

ახლა ვიღაცა გულმოდგინედ იქ გზას აკეთებს,
გამოქვაბული ქალაქები რომ ისევ ნახოს.
ქვევით კი, ქალი ახალგაზრდა, როგორც ნაკვეთებს,
შავით მოსილი, მწუხარებით მიჰყვება ახოს.

ჩვენ გავირეთ შიო მღვიმის ვრცელი ბაქანი,
მტკვარზე შორიდან დავინახეთ, მიდის ტივები,
და ისევ მთები... მეჩეთია ეს თუ საკანი?
თუ მოგონებათ დაკარგული ნეგატივები?

სულა კორდი, როგორც ქუდი რუსთაველისა,
მე შევაჩვიე კიდეც თვალი აქარობას,
მატარებელში თვალს რომ ხუჭავ, გრძნობა ველისა,
სე გგონია, თითქო ისმენ ზღვის ხმარობას.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

არ არის იგი იმდენად ტკბილიარ არია იგი იმდენად ტკბილი დრო, დაფარული ცეცხლის ენებით, მაგრამ არც ისე მწარწ აქვს კბილი საწამლავებით და ...ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგამენტიანგელოზს ეჭირა გრძელი პერგამენტი, მწუხარე თვალიბით მიწას დაჰყურებდა. მშვიდობით, მშვიდობით! ამაოდ დაგენდე,...იმ ატმებს გაუმარჯოს, იმ ატმის ყვავილებსვარსკვლავების თოვლი ცას შელეკია. მესმის რულში,როგორც ყრუ ელეგია, მატარებლის დამღალველი ხმაური, რაღაც მღვრ...გზები გაუვალიგზები გაუვალი და გზები გავლილი - გულისტკივილით მაქვს ყველა შესწავლილი. ადის მწვერვალზე, თუ ჭაობში ეფლობა ...იმ ვარდისფერ ატმებს მოვიგონებ კვლავიმ ვარდისფერ ატმებს მოვიგონებ კვლავ... იმგვარადვე მდევ... იმგვარადვე მკლავ. ო, როგორ მომწყურდი! მწუხარეა ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026