kids.ge logo

ახალი გზა

ფავორიტებში დამატება
ნუ იფიქრებ, დაგაყვედრო,
შე მაცდურო ჩემო მუზა,
მისთვის, რომ შენის რჩევით
ეკლინი შემხვდა მე გზა!

გმადლობ კიდეც მისთვის, რომ შენ
მიხილე ბრმასა თვალი,
თუმც კი ჩვენში ცხოვრებისთვის
მწარე არის ეგ წამალი:

სად ვერც იტყვი, ვერცა ისმენ,
ვერც რას ნახავ სამურსა,
იქ რად უნდა ბაგეთ სიტყვა,
თვალთ ხილვა და სმენა ყურსა?!

ჩემს სამშობლოს კარგად ვიცნობ,
მომივლია კიდით-კიდე;
მართლის თქმით და გულწრფელობით
ჭირი ჭირზე გადვიკიდე!

აქ მონება ჭკუა არის,
ორპირობა - სიბრძნე დიდი,
და მას რჩება მოდანი,
ვინც კი არის მეტად ფლიდი!

ცოტა მაღლა ასასვლელად
ძმა ძმას იხდის კიბე-ხიდად;
მშობელს შვილი, შვილს მშობელი,
ქმარს ცოლი ჰსურს გასასყიდად.

აქ თვით სჯული ფარისევლებს
ხელთ უპყრიათ ბადე-ქსელად,
ძლირების საპირფეროდ,
უძლურების მოსაწველად!

მხოლოდ საწყალ მიწისმუშას
რავინ ჰყავს გამკითხავი,
მისი ოფლით თავს იკვებენ,
ქურქად მიდის მისი ტყავი!

მაგრამ ვინ რას გვათქმევინებს?
ჩემო მუზავ, ტყვილა ელი!..
დროა, სიტყვა უკუვაგდოთ,
სხვებრ მოვკიდოთ საქმეს ხელი.

თორემ ისე ჩვენი შრომა
ემსგავსება ბებრის ბუქნას!
რაც ყოფილა, დღეს არ არის,
რაც დღეს არის, ხვალ ის ნუ ჰქნას!

ყარიბო და განწირულო,
ნუ შეკრთები, ჩემო მუზა!
სანამ კიდევ ძალ-ღონეს ვგრძნობთ,
ვერ დაგვაფრთხობს ახალი გზა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

თხაერთი თხა ჰყავდა ბებიას, ნიშა-ნიკორა, ნაცარა თავს ევლებოდა, უვლიდა, უყვარდა წვერებ-ცანცარა. ატროკდა ერთხელ...თქვენი ჭირიმეამ დღეს ველოდი, მოვესწარ!… ვიცინი, აღარ ვტირი მე. ახალგაზრდებო, აწ კი თქვენ გამოდით, თქვენი ჭირიმე!… ბევრ...მუშურისიმინდსა თოხნა დავუწყოთ, ერთხმად დავსძახოთ მუშური; ეგებ მაშინ დაგვავიწყდეს, რომ გლეხნი ვართ უბედური! მარტ...ინტერნაციონალიაღსდეგ, ყოველი მხრის მუშავ! გაიღვიძე პროლეტარო! ჩვენვე უნდა მოვუპოვოთ ჩვენს თავს აწ დრო სანეტარო! უნდა მტ...გაზაფხულიგაზაფხულდა, ბუჩქის ძირას, თავს იწონებს ნაზი ია; ჩვენს სალხენად კოკობ ვარდსაც ეშხით გული გაუღია. ხავერდივი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026