kids.ge logo

ოპუნცია კაქტუსი

ფავორიტებში დამატება
ყვავილნარის კუთხეში,
ვანზე კატოსი,
დგას უჩუმრად, ბუსხუნა,
პუნცია კაქტუსი.
ამ კაქტუსს დაუსვა,
უცნარი შეკითხვა:
მეგობარო მინდოდა,
შენთვის ადრეც მეკითხა.
ლამაზი ვარ ლურჯთვალა,
ლურჯი კაბაც მაცვია,
შენ ასეთი მკბენარა,
ღმერთმა რაღად გაქცია?
კაქტუსი კი ჩაფიქრდა,
მოუშვა სლუკუნი,
ჩამოყარა ყურები,
დადგა მისთვის უკუნი.
უნდა მასაც რომ იყოს,
სავით ლამაზი,
მასაც ჰქონდეს ყვავილნი,
ეკლო და ხალასი.
მაგრამ რა გაწყობა,
შეიმშრალა ცრემლები,
ალუღლუღდა:-ჩემს კატოს,
ვიცავ, თავზე ვევლები.
ვინმემ არ აწყენინოს,
არ ატკინოს გული,
მტერთათვის მაქვს ეკლები,
მუდამ მიმართული.
იმ კაქტუსის გულში კი,
ერთი ნატვრა ბუდობდა,
და ღმერთს ეხვერწებოდა,
ყვავილობა უნდოდა.
თითქოს ღმერთმაც უსმინა,
და ერთ დილით სისხამზე,
გაიღვიძა, და იგრძნო,
ყვავილია მის თავზე.
გამოფხიზლდნენ ენძელა,
შროშანი და ია.
კაქტუსს ეს რა ლამაზი,
კვირტი ამოსვლია?
ყველა შურით აივსო,
ორქიდეა, ტიტა,
ლილიამ კი სიბრაზით,
ტუჩი მოიკვნიტა.
ი კატოც მოვიდა,
შეკრა იის კონა,
პუნციას ყვავილი,
ძლიერ მოწონა.
შექო, მიფერა,
სხვანი გააწბილა,
მიხაკებს და ვარდებს შუა,
მიჩინა ბინა.
სილამაზით ამაყობს,
ვანზე კატოსი,
თავზე დიდი ყვავილით,
პუნცია კაქტუსი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სუფთა ღრუტუნიაბინძური და ლაფიანი, დაძუნძულებს თხრილ-თხრილ ღორი, სურვილი აქვს ღრუტუნიას, არა ბევრი, ორად ორი. რომ ეს ჭუჭ...მოსწავლე წიწილებიერთხელ მამალსაც მოუნდა, რომ გახდეს მასწავლებელი, ყველა წიწილა შეკრიბოს და გახსნას სასწავლებელი. აღზარდოს ...მურიაქუჩაში, ეზოს გადაღმა, რად დარბის ძაღლი მურია? აკი გვასწავლეს, რომ ისიც, ცხოველი შინაურია....ფისო და ლისიაშარშან ფისო გვაჩუქეს, პაწაწინა კატუნა, მაგიდაზე ხტუნია, ანცი, თვალებხატულა, დაკუნტრუშებს ეზოში, ეს ქვეყან...მეოცნებე მფრინავიპეტიკოს ძლიერ ეამა, სიცხეში ხეთა ჩრდილები, გადაწყვიტა რომ იქ დაჯდეს, ისწავლოს გაკვეთილები. წიგნები სკამზე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026