kids.ge logo

მწყემსი ქალი

ფავორიტებში დამატება
დაგძინებია, ქალაო,
ლამაზო, ხუჭუჭ-თმიანო,
ნეტავი გამაგებინა,
რა გესიზმრება, ღვთინო?!
მოფრენა უდაბურს ტყეში
ღამით რისაგან გრგენია?
ვაჰმე, რო საით შემოგხვდეს
ვეფხვი, დათვი, ან მგელია!
ფეხთ ქალამნები აცვია,
ტანთ კაბა გაცვეთილიო;
თავი უდვია მკლავზედა,
ჩანს თითები თლილიო…
თუმც დაღლილს დასძინებია,
მითც სუნთქვა მესმის ბთხილიო.
ზურგზედა გუდა ჰკიდია,
თავით კობალი უძევსო.
ამ ტყის ანგელოზს გოგონას
ტკბილს ძილს არა-რა ურღვევსო.
საბთხილო კია ზეცაო,
შენ გევედრები ბეჩავი,
იმ დღიდან ამ დღემდისინა
მუდამ ვყოფილვარ ბედშავი:
მა გოგოს კალთა აფარო,
რიდო ყველა მას ავი.
თუ მის თვალები გაჰქრება
და სხივს არ მომაყრინო,
გულის წყლულს არ მომირჩენენ,
ნისლებს არ გადმიყრინო,
რაც ქვეყანაზე მიწაა,
სულამც მე მომაყრინო.
თქვენც გეხვეწებით, ხებო,
და შენც, მდინარევ ხმინო,
ე გოგო - ჩემი სიცოცხლე -
რაფრით დამიზინო!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მთამ სრულიად სხვა სთქვამთამ ეგ არა სთქვა, ბაჩანავ, როგორაც შენა გგონია. მისი ნათქვამი, ნაგრძნობი მე სულ სხვა გამიგონია. გაცვრცილ...იას უთხარით ტურფასა(სიმღერა) იას უთხარით ტურფასა: მოვა და შეგჭამს ჭიაო, მაგრე მოხდენით, ლამაზო, თავი რომ აგიღიაო! შენ თუ გგო...გამოღმით მე ვარ, გაღმა – შენგამოღმით მე ვარ, გაღმა - შენ შუაზე მოდის მდინარე, ხიდი არ გვიძე წყალზედა, ფიქრი გვკლავს მოუთმინარე. მინდა...ვინ არის კაცი?კაცი ის არის, ცხოვრება ვინც გაატარა ჭამაში და კაცის დანიშნულება მხოლოდა ჰპოვა ამაში. კაცი ის არის, ვინაცა...მხედართა ძველი სიმღერამიტომ გაგვზარდა დედამა, მისთვის გვეტყოდა ნანასა - ტანზე აბჯარი ავისხათ, მუდამ ვლესავდეთ დანასა, რომ შიშს ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026