kids.ge logo

ანდერძი

ფავორიტებში დამატება
ი−ყა−ვი მუ−დამ ა−სე წარმ−ტა−ცი,
არ შე−არ−ცხვი−ნო შე−ნი მან−დი−ლი,
გახ−სოვ−დეს მუ−დამ შე−ნი ვაჟ−კა−ცი,
შუ−ა−გულ ცე−ცხლში გა−და−ვარდ−ნი−ლი.

გეც−ვას ქარ−თუ−ლი კა−ბა, ქა−თი−ბი,
წმინ−და სა−მო−სი ჩვე−ნი დე−დე−ბის,
ი−ყა−ვი მუ−დამ ა−სე ნა−ტი−ფი
და ნუ−რა−სო−დეს ნუ და−ბერ−დე−ბი!

რომ ის შორს მყო−ფი, სა−დღაც შენს ი−ქით
მა−ინც გხე−დავ−დეს ა−ლა−ვერ−დო−ბას
და შენ გეტრ−ფო−დეს, რო−გორც ბე−სი−კი
ეტრ−ფო−და თა−ვის ა−ნა დე−დო−ფალს!

ი−ყა−ვი მუ−დამ შე−უ−ში−შა−რი,
აწმ−ყოს−თან ერ−თად გწამ−დეს წარ−სუ−ლი,
და მოკვ−დი ი−სე, რო−გორც შუშა−ნა,
მო−წა−მე არ−ჩილ მე−ფის ა−სუ−ლი.

ნუ მო−ი−სურ−ვებ სხვა ქვეყ−ნის ა−მინდს,
გიყ−ვარ−დეს მხო−ლოდ შე−ნი მა−მუ−ლი
და თუ ტი−რი−ლის და−გიდ−გეს ჟა−მი,
მო−ნა−ხე ჩან−გი და სა−ლა−მუ−რი!

ი−ყა−ვი მუ−დამ ა−სე წარმ−ტა−ცი,
არ შე−არ−ცხვი−ნო შე−ნი მან−დი−ლი,
გახ−სოვ−დეს მუ−დამ შე−ნი ვაჟ−კა−ცი,
ბნელ უ−კუ−ნეთ−ში გა−და−ვარდ−ნი−ლი!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

არ ვიცი, ასე რამ შემაყვარა!ყველა ხევსური და ყველა სვანი, ქართველი ქალი თვალებმაყვალა, ჩემი თბილისი და ფიროსმანი, არ ვიცი, ასე რამ შე...სალაღობოხომ ლამაზია ეს ჩემი ცოლი, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა, ატმის ხესავით აფეთქებული და მოქნეული გავაზივითა. ხ...თქვენ გეუბნებით, ძმებო მგოსნებორა ქართველი ხარ და რა ჭაბუკი, თუ მამულს თავი არ ანაცვალე, - ეს აწვალებდა ცოტნე დადიანს, მეც ქართველი ვარ ...ქართული ენასაქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ, სიყვარულის, ლექსის, სადღეგრძელოს ენავ! მოიმღერა დღემდის უძველესმა ტომმ...აბასთუმანიბასთუმანი — ხაბაზთუბანი… მზემ ფანჯრებიდან შემოანათა. ჩემი საწოლი და სასთუმალი, ჩემი პალატა, თეთრი პალატა....
„ბალერინა“
ნახატის ავტორი:
ნია გინტური (რვა წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული ლადო ასათიანის ლექსი „ანდერძი“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026