kids.ge logo

ალაზანს

ფავორიტებში დამატება
სიჭაბუკისა ყვავილი
დამიჭკნო ჟამთა დენამა,
ნდომა მომაკლო, დამიგდო
სასაპყროდ გული რბენამა.

საბა ორბელინი.


მდინარევ, ჩემის მშობლიურ მთის ცრემლით შემდგარო!
აწ შენს კიდეზედ ვდგევარ, დაგცქერ მე, მეგობარო!
დაგცქერ ჭმუნვითა და შენს წყალში ვეძებ ჩემს წარსულს,
დროთა ბრუნვისგან შენ ზვირთთ შორის დამარხულს, დანთქმულს
რაც-კი არს ჩემ-წინ, მომაგონებს მას, რაც დავკარგე
და რის წუხილიც უნუგეშოდ გულში ღრმად ჩავრგე!..
გერ ის მუხა, რომლის ჩრდილ-ქვეშ ვისხედით ერთად
მე და ის, ვინცა აღმიჩნდა მე ცხოვრების ღმერთად.
მუნით დაგცქერდით: შენ გრგვინავდი აღელვებული,
ვით შენ ჰღელავდი — ისეც ჩვენში ჰღელავდა გული;
ორნივ გავსცქერდით დაუდგრომელ ზვირთთა დენასა,
მაგრამ მასში ჩვენ არ ვეძებდით შედარებასა.
რად გვინდოდა ჩვენ მომავალი, როს აწმყო ტკბილი
სე შვენოდა, ვით უმანკო დილის ღიმილი?
მაგრამ წარივლტო წუთის შვება ჩვენის გულისა,
გაჰქრა სიბრმავე აღტაცებულ სიყვარულისა!..
წამერთო ყველა და წარვიდა ბედიც მღიმარი,
წარვიდა, ვითა მაშინდელი ზვირთი მდინარი...
შენც გამოცვლილხარ, ალაზანო, მუხაც გამხმარა...
მეც უდროო-დროდ გამერია თმებში ჭაღარა...
სად არს ის ღმერთა, იგი გრძნობა, ის სიყვარული?
ყველა წარსულა, რად არ მიდის ხსოვნა ბედკრული!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყვარლის მთებსსამშობლო მთებო! თქვენი შვილი განებებთ თავსა, მაგრამ თქვენ ხსოვნას ვერ მივცემ მე დავიწყებასა: თქვენ ჩემთან...მესმის, მესმის სანატრელიმესმის, მესმის სანატრელი ხალხთ ბორკილის ხმა მტვრევისა! სიმართლის ხმა ქვეყნადა ჰქუხს დასათრგუნვლად მონობის...ელეგიამკრთალი ნათელი სავსე მთვარისა მშობელს ქვეყანას ზედ მოჰფენოდა და თეთრი ზოლი შორის მთებისა ლაჟვარდ სივრცეში...გუთნის დედაერთს ბედ ქვეშა ვართ, ლაბავ, მე და შენ, წილად გვარგუნეს შავი მიწა ჩვენ. ერთგულად ვჭიმოთ ჭაპანი ჩვენი, უსიხ...ღამეროცა ყაყანი ქვეყანისა სრულად მისწყდება და აღარ ისმის ბოროტების ხმა მოსაწყენი, როს მძინარ სოფელს კამარა ცი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026